სამართალი და კრიმინალი

,,მედიაცია – დავის გადაწყვეტის ეფექტური საშუალება”-ირაკლი ყანდაშვილის პრაქტიკული სახელმძღვანელოს პრეზენტაცია

28 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარის, თსუ იურიდიული ფაკულტეტის ლექტორის ირაკლი ყანდაშვილის პრაქტიკული სახელმძღვანელოს – “მედიაცია – დავის გადაწყვეტის ეფექტური საშუალება” -ის პრეზენტაცია.
✅მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა სახელმძღვანელოს ავტორმა ირაკლი ყანდაშვილმა. მან მადლობა გადაუხადა ყველა იმ პირს ვინც სახელმძღვანელოს შექმნაში შეიტანა წვლილი.
✅ღონისძიებაზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი თამარ ზარანდია, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი.
✅წიგნის პრეზენტაციას ესწრებოდნენ მოსამართლეები, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის წარმომადგენლები და მედიატორები, ადვოკატთა ასოციაციის წევრები, უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები, ასევე წიგნით დაინტერესებული სხვა პირები.
✅ღონისძიების დასასრულს წიგნის ავტორმა ირაკლი ყანდაშვილმა, მოწვეულ სტუმრებს პირადი ავტოგრაფით საჩუქრად გადასცა სახელმძღვანელოები.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close