ჯანდაცვა

,,…დაავადებული პაციენტის ფილტვებიდან ვირუსი აეროზოლის ფორმით გამოდის”_ მეცნიერები კორონავირუსის შესახებ

ახალი კორონავირუსული ინფექცია — Covid-19, რომელიც უკვე გლობალურ პანდემიად გამოცხადდა, სიცოცხლისუნარიანი და გადამდებია ჰაერში (აეროზოლის ფორმაში) საათობით, ზედაპირებზე კი რამდენიმე დღის განმავლობაში რჩება. ეს არის სამეცნიერო კვლევის შედეგი, რომლის მიზანიცაა, ადამიანებს დაეხმაროს, დაავადებისგან თავი დაიცვან. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერსი“ ავრცელებს.

აშშ-ის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის ნაწილის — ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის- მეცნიერებმა ვირუსი ინფიცირებული პაციენტიდან სხვადასხვა ზედაპირზე „გადაიტანეს” ამ ობიექტებზე დახველებით ან მათი შეხებით.

პლასტმასის და უჟანგავი ფოლადის ზედაპირზე ვირუსის აქტიური ნაწილაკები სამი დღის შემდეგაც აღმოჩნდა.

მუყაოს ზედაპირზე ვირუსი 24 საათის შემდეგ აღარ იყო, ხოლო სპილენძზე მის გაქრობას 4 საათი დასჭირდა.

როგორც ლაბორატორიულმა კვლევამ აჩვენა, ვირუსს ჰაერში აეროზოლის ფორმაში აქტიურად დარჩენა მინიმუმ სამი საათის განმავლობაში, შეუძლია, სანამ მიწაზე დაეცემა. თუმცა სხვა, კერძოდ ჰარვარდის სამედიცინო სკოლა განმარტავს, რომ ვირუსი მიწაზე უფრო ადრე დაეცემა, როგორც წესი. როგორც ცნობილია, WHO ჯანდაცვის ორგანიზაცია, ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი აცხადებენ, რომ ვირუსი ჰაერწვეთოვანი არ არის და მისი გადადება ხდება 1 მეტრის რადიუსში მყოფი ადამიანიდან ადამიანზე წვეთებით, დახველების ან დაცემინების გზით. ამასთან, კვლევასთან დაკავშირებით, Wired შენიშნავს, რომ არ არის დამტკიცებული და დემონსტრირებული, რომ დაავადებული პაციენტის ფილტვებიდან ვირუსი აეროზოლის ფორმით გამოდის, თუ გამოდის შეუძლია თუ არა მას მნიშვნელოვან მანძილზე გადაადგილება და თუ შეუძლია, არის თუ არა ინფექცია საკმარისი რაოდენობით, რომ სხვა ადამიანი დააავადოს.

წყარო: netgazeti.ge

Related Articles

Back to top button
Close