საზოგადოება

,,სასულიერო პირებმაც კი იყიდეს მაინერები” _ რატომ არის საქართველოში კრიპტო ვალუტის ბუმი?

,,ჯერჯერობით წყაროს ვეძებ, მაგრამ ამ მონაცემებით და სტატისტიკით, ირკვევა, რომ კრიპტო ვალუტის გამომუშავებისთვის საქართველო 60 მეგავატ ელექტრო ენერგიას იყენებს და საქართველო მსოფლიოში მეორე ადგილზეა !!!!” _ აცხადებს IT ინჟინერი, სამოქალაქო აქტივისტი, ბლოგერი და ანალიტიკოსი ბექა ვარდოსანიძე.

euronews.ge დაინტერესდა, რატომ გახდა ქართველებისთვის კრიპტო ვალუტის გამომუშავება ასეთი მიმზიდველი. 
   ბექა ვარდოსანიძე:
   _ ასეთ ქარხნებს იმ ქვეყნებში აშენებენ, სადაც ელექტრო ენერგიაზე ფასი არის დაბალი. საქართველოშიც ამიტომ დაიწყეს მაინერების ყიდვა. კომპიუტერული კომპანიები გაორმაგებული ფასებით ყიდიან მაინერებს, ძირითადად ეთერიუმზე მომუშავე მაინერები იყიდება. ამიტომ გაიზარდა ელექტრო ენერგის მოხმარება ქვეყანაში და  კანადაზე და ამერიკაზე მეტ ენერგიას ვხარჯავთ მაინერებში.
  _ რეალურად, ეს ხომ არ გახდა ქვეყანაში ელექტროენერგიის გაძვირების მიზეზი?
  _  შესაძლებელია. არ გამოვრიცხავ, რომ მომავალში სწორედ ეს იყოს სემეკის არგუმენტი და მოტივი. განაცხადონ, მეტი ინვესტიცია ჩაიდება და უკეთესად მიეწოდება მომხმარებელსო. როცა ელექტორო ენერგიის მომხარება იზრდება, გადასახადის ტარიფიც მატულობს, მაგრამ სიმართლე უნდა თქვან და არ უნდა მოატყუონ ხალხი.
  _ ხელისუფლების წარმომადგენლები საკუთარ მაინერებს ხომ არ უფრთხილდებიან და ამიტომ არ მალავენ სიმართლეს? 
  _ ჩვენ ვცდილობთ, ხალხს მივაწოდოთ ის ინფორმაცია, რომელიც იმალება. სასულიერო პირებმაც კი იყიდეს მაინერები და ამუშავებენ.
   _ ისინიც ხომ ადამიანები არიან, ცხოვრება უნდათ…
  _ ადამიანები არიან, მაგრამ უფალმა მათ სხვა ვალდებულება დააკისრა.
   _ საქართველოში კრიპტო ვალუტით დაინტერესების მიზეზი მხოლოდ ეს არის? მე კი მგონია, ხალხი ფიზიკურად გადარჩენის გამოსავალს  ეძებს. თანაც, ქართველი ერი მიჩვეულია ნაკლებ ფიზიკურ შრომას. ველ-მინდვრები აღარ აინტერესებს და იოლად უნდა ცხოვრება. ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი ხელისუფლებების გაუმაძღრობაც არის… ხალხი უყურადღებოდ არის დარჩენილი და ეკონომიკურ მარწუხებშია მოქცეული. ასე არ არის?
   _ ცხადია, მიზეზი მხოლოდ ელექტროენერგიის გადასახადის სიმცირე არ არის. სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ხელისუფლება არაფერს აკეთებს და მოსახლეობას ხელს არ უწყობს. შვეიცარიის ელჩმაც კი გვითხრა, ასეთი ბუნებრივი რესურსების მქონე ქვეყანას რომ საკვების 80 პროცენტი იმპორტით შემოაქვს, ეს არ არის კარგიო.     ამიტომ, ბევრი ცდილობს მარტივი გამოსავალი იპოვოს. დაიდგეს მაინერები სახლში და იოლი ფული უნდათ მოიპოვონ, მაგრამ კრიპტო ვალუტას არ უწერია კარგი მომავალი და უფრო დაზარალდებიან. ჩინეთს უკვე მისი აკრძალვა უნდა.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close