საზოგადოება

როგორია პანკისში დაჭრილი 19 წლის მოზარდის მდგომარეობა?

პანკისში სპეცოპერაციისას დაჭრილი 19 წლის ახალგაზრდა კვლავაც რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. თემირლან მაჩალიკაშვილს ქალა-ტვინის გამჭოლი ჭრილობა აქვს და მას ნეიროქირურგიული ოპერაცია რამდენიმე საათის განმავლობაში უტარდებოდა.

ექიმების განცხადებით, დაჭრილის მდგომარეობა უმძიმესია და წინასწარ პროგნოზირება როგორ განვითარდება მოვლენები, რთულია.

თელავის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორის ინფორმაციით, თემირლან მაჩალიკაშვილი ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

„ამ დროისთვის მდგომარეობა მძიმეა, რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილებები არ გვაქვს დღეის მდგომარეობით. იმყოფება მართვით სუნთქვაზე და მიდის შესაბამისი მკურნალობა. ნაადრევია დღეს რაიმე პროგნოზის გაკეთება. ჰერმოდინამიკულიმაჩვენებლები სტაბილურია, თუმცა მდგომარეობა მძიმეა,“-განაცხადა  თელავის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორმა ხათუნა ჭონიაშვილმა.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close