საზოგადოება

,,ვანო, სად არის გია კრიალაშვილი? როდის დაგვიბრუნდება? მასაც ელოდებოდა დედა…”

,,ვანო, დღეს გამოდიხარ ციხიდან, უბრუნდები ოჯახს ალბათ დედაც გყავს, რომელიც მოუთმენლად გელოდება ცოლისგან განსხვავებით, გელოდება გაზრდილი შვილიც, მოკლედ დღეს ბედნიერები ხართ,
ვანო, სად არის გია კრიალაშვილი, როდის დაგვიბრუნდება, მასაც ელოდებოდა დედა 8 წლის მანძილზე, ბოლომდე ვერ იჯერებდა შვილის სიკვდილს, მის ლოდინში დალია სული, მასაც უნდოდა.ისევ ჩახუტებოდა მის ვაჟკაც შვილს. მაგრამ განაჩენი ხომ შენ გამოუტანე მისი შვილის გვამი ხომ შენ მოითხოვე, რომ შენი მბრძანებლისთვის გესიამოვნებინა.
ვანო, აი, ამიტომ საუკუნოდ იყავი დაწყევლილი შენი ოჯახით, იმ ბიჭების სისხლში ჩაიხრჩვი, რომლებიც სასიკვდილოდ გაიმეტე და რომლის დედებიც გაამწარე ” _ წერს მოკლული გია კრიალაშვილის და, ლია კრიალაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე .

შეგახსენებთ, რომ შს ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა დღეს საპატიმრო დატოვა.

Related Articles

Back to top button
Close