საზოგადოება

შალვა ნათელაშვილი: კარლოს ბიჭმა ეს მილიონები იშოვა პოლიტიკით, დენის და გაზის ტარიფების ყაჩაღური ნიხრის დაწერებით…

,,ეს მოტოციკლი 200 ათასი ევრო ღირს. ამ მარაიჟობას იქნებ ეს თანხა ქიმითერაპიაზე მყოფ, ბანკიდან ვალაღებულ პაციენტებისთვის ჩაერიცხა კარლოს ბიჭს?

p.s. ზოგიერთი აქ მპოსტავი დაქირავებულის საყურადღებოდ; კალაძის ფეხებით ნაშოვნი ფული არ გვაინტერესებს. ეს მილიონები იშოვა პოლიტიკით, დენის და გაზის ტარიფებზე ყაჩაღური ნიხრის დაწესებით, ხოლო მანამდე 18 ჰესი და 2 თბოელექტროსადგური ყაჩაღურად მიისაკუთრა, თანაც დაარეგისტრირა ოფშორში, კვიპროსზე, კალა-კაპიტალის სახელით. აღარაფერს ვამბობ თერგის, არაგვის, ენგურის, ჭოროხის ხეობების განადგურებაზე, რაც ივანიშვილ-კალაძის მილიარდიან ენერგოინტერესებს უკავშირდება” _ წერს ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი.

,,მედიამალმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო შტაბში, კოსტავას N14-ში, თავად მერობის კადიდატი ცოტა ხნის წინ მოტოციკლით მივიდა. კახა კალაძე აქამდე ლურჯი ფერის Harley Davidson Springer-ით არ გამოჩენილა.

მაშ ასე, Harley Davidson,  ტეხასის შტატიდან, მილოუკიდან, ფირმა, რომელიც 1903 წელს შეიქმნა, როცა მეგობრებმა, უილიამ ჰარლიმ და არტურ დევიდსონმა გადაწყვიტეს, გაეხსნათ პატარა სახელოსნო, სადაც ააწყვეს პირველი მოტოციკლი – ჰარლი დევიდსონი, სწორედ აქ დაიწყო ამ უზარმაზარი კომპანიის დიდი ისტორია. დროთა განმავლობაში, ჰარლი დევიდსონი იქცა ყველაზე მოთხოვნად და პოპულარულ მოტოციკლად.

ამ  ბრენდის სახელს უამრავ ფილმსა და ვიდეორგოლში ვხვდებით. Harley Davidson-ის თაყვანისმცემლებს შორის ყოველთვის იყვნენ და დღემდე არიან ცნობილი ადამიანები.

წყარო

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close