საზოგადოება

ფერმერ ნაირა ბოლქვაძეს 5 ტონა სალათის ფურცელი უფუჭდება

,,მიუხედავად შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის დაპირებისა, ფერმერები დახმარებას ახლა ითხოვენ და ამბობენ, რომ მოსავალი არ იცდის. ეს ნაირა ბოლქვაძეა, ფერმერი მარნეულის სოფელ საიმერლოდან. მას 4 სახეობის სალათის ფურცლების სასათბურე მეურნეობები აქვს, თუმცა, მიმდინარე წელს მოსავალი ვერ გაყიდა. თუ ამ დღეებში მყიდველი არ გამოჩნდა, პროდუქცია გაუფუჭდება. ამ ეტაპზე 5 ტონა.
მისი ძირითადი მომხმარებლები სარესტორნო ბიზნესი და კვების ობიექტები იყვნენ, რადგან გამორჩეულად საუკეთესო პროდუქცია მოყავდა. წელს არც ძველი კლიენტები გამოჩნდნენ და არც ახლები. მზად არის მინიმალურ ფასად გაყიდოს და თუ არ გაიყიდა და ვინმე გაუკეთებს მენეჯმენტს მზად არის ნაწილი გააჩუქოს კიდეც.
ფერმერი სოფლის რწმუნებულს დაუკავშირდა, რომელმაც შესთავაზა ბედი ადგილობრივ ბაზარზე ეცადა და დახმარება ამ მხრივ შესთავაზა – გადაადგილება მარნეულის ბაზრამდე. მაგრამ ფერმერი ამბობს, რომ აზრი არ აქვს, მარნეულის ბაზარში სალათის ფურცელს არავინ ყიდულობს, პროდუქცია როგორმე დედაქალაქის რომელიმე ბაზრამდე მაინც უნდა ჩაატანინონ, იქნებ რომელიმე დისტრიბუტორი გამოჩნდესო, იმედით შეყურებს ნაირა ბოლქვაძე. საქართველოს მთავრობა დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია • Georgian Distributors Business Association” _

” წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ორგანიზაცია „მომავლის ფერმერის“ ხელმძღვანელი რუსუდან გიგაშვილი.

Related Articles

Back to top button
Close