ჯანდაცვა

,,თუ არ მოხდება C ჰეპატიტის გავრცელების მნიშვნელოვანი კლება, განკურნებული 58 000 ადამიანის ადგილზე მივიღებთ 58 000 ინფიცირებულს”

პროფესორი სერგო ჩიხლაძე ჯანდაცვაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით:

_ ნამდვილად დიდი მიღწევაა, რომ 58 000 ჩვენმა მოქალაქემ იმკურნალა С ჰეპატიტზე და რომ არა ამერიკული მხარის მიერ უსასყიდლოდ მოცემული წამლები, ალბათ მათი 1% იც ვერ მოახერხებდა მკურნალობას.
?ძალიან ცუდია, რომ ელიმინაციის შედეგზე ვერ გავედით. 2016-2020 წლის პროგრამა გულიხსმობდა, რომ არსებული 150 000 ინფიცირებულიდან, ვისაც მკურნალობა ესაჭიროება, სულ მცირე 128 000 ადამიანი იქნებოდა მკურნალობაში ჩართული. დღესდღეობით მკურნალობა გაიარა მხოლოდ 58 000 ადამიანმა, ანუ ნახევარზე ნაკლებმა.
?პროგრამის ცუდი მენეჯმენტი, ბარიერები, როგორიცაა გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობა და ცუდი საინფორმაციო კამპანია არის მიზეზი რატომაც ვერ გავედით შედეგზე.
?ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი დიდი ალბათობით გააგრძელებს კიდევ რამდენიმე წლით ამ პროგრამას, რომ საბოლოოდ შედეგი მიღწეული იქნას. წინააღმდეგ შემთხვევაში, განკურნებული 58 000 ადამიანის ადგილზე მივიღებთ სხვა 58 000 ინფიცირებულს, თუ არ მოხდება C ჰეპატიტის პრევალენსის (გავრცელების) მნიშვნელოვანი კლება იმ ნიშნულამდე, როცა გავრცელების თვალსაზრისით არ იქნება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საფრთხე.
?სახელმწიფო უფრო აქტიურად უნდა ჩაერთოს რუსული ჰიბრიდული ომის საპასუხოდ, რომლის ნაწილიცაა თუნდაც C ჰეტატიტის წინააღმდეგ აგორებული ანტიპიარი.
?ჩინოვნიკებმა კი თავი უნდა შეიკავონ დაუფიქრებელი და არაკომპეტეტნტური განცხადებებისგან, რომ შევინარჩუნოთ სანდო პარტნიორის იმიჯი და მნიშვნელოვან პროექტებს (არა მარტო ჯანდაცვაში) არ შეექმნას საფრთხე.

Related Articles

Back to top button
Close