საზოგადოება

,,ძალიან ღამე ვწერ, მაგრამ ვერ გავჩერდები…. ნუ გვძინავს! ცოტა უფრო აქტიურად დავიცვათ, რაც გვაქვს!”

ხატია ჩოგოვაძე, იურისტი:

_ თბილისის დროით ძალიან ღამე ვწერ, მაგრამ ვერ გავჩერდები…აეროპორტიდან გწერთ. მივმართავ საქპატენტს! ეს იყიდება სტამბულის ახალი აეროპორტის duty free-ში! კონსულტანტს ვეკითხები: (ძალიან აღტაცებული უცხოელივით, თითქოს პირველად აღმოვაჩინე ეს ტკბილეული და სადაცაა შევიძენ) აქ რა წერია? ( წარწერა “ჩურჩხელაზე” მივუთითებ) ეს რა სიტყვაა? თურქულია? რას ნიშნავს? თურქი კონსულტანტი ღიმილიანი და თავისი სამშობლოს ტრადიციების წარმომჩენი სახით მპასუხობს: დიახ, ეს სიტყვა თურქულია და აქვე აწერია რასაც ნიშნავს და რას შეიცავს, ანუ ეს არის…. ( და აღწერა რაც არის), ეს არის თურქული, ტრადიციული ტკბილეული. მე კი ვუთხარი რაც იყო, მაგრამ ისე იუარა,ბოლოს ცოტა დააკლდა ეთქვა კახური ღვინოც ჩვენია და თათარაცო და საერთოდ არც გამიგია მსგავს რამეს ჩვენი მობაძვით საქართველოშიც თუ ამზადებენო.
გვერდზე გადავდოთ ემოციები და წმინდა სამართლებრივად რომ შევაფასოთ, არავის ეკრძალება ჩურჩხელის მგავსი რამ დაამზადოს და გაყიდოს, მაგრამ არა სხვა ქვეყნის წარმოშობის მითითებით – ამ ქართული სიტყვის გამოყენებით და მითუმეტეს ეს არის განთავსებული თურქული ტრადიციული ტკბილეულის რიგში!!!სიტყვა “ჩურჩხელა” დაცულია და მისი გამოყენება არის კანონდარღვევა, თუ ის არ არის საქართველოში ნაწარმოები. ნუ გვძინავს! ცოტა უფრო აქტიურად დავიცვათ, რაც გვაქვს! ტერიტორიები აღარ გვაქვს და ამაზე მაინც ნუ “დაგვაჯდებიან” სხვები.

Related Articles

Back to top button
Close