საზოგადოება

,,ყველამ იგრძენით თქვენი წილი პასუხისმგებლობა და დაისაჯეთ უმკაცრესად, ბატონებო!”

,,წუხელ, მთელი ღამე მესიზმრებოდა, რომ ხანძარი იყო, მთელი ქვეყანა თავზე გვექცეოდა…მთელი ღამე ვხედავდი სასოწარკვეთილ დედას, რომელსაც შვილი უხმობდა, ხან შენდობას სთხოვდა, ხან საშველად ეძახდა, ვხედავდი დედის დაფლეთილ გულს, სასოწარკვეთილ თვალებს, რომელსაც ვეღარაფრით ვანუგეშებთ. იმ ყოჩაღ ბიჭს ვხედავდი, რომელმაც სხვები გადაარჩინა საკუთარი სიცოცხლის ფასად. თითქოს ჩემ თვალწინ იმსხვრეოდა მინა, რომელმაც ამდენი სიცოცხლე კარს იქით დატოვა. ვერ ვახერხებ კონცენტრაციას სხვა საქმეებზე, ვფიქრობ, ვგლოვობ, ვბრაზობ…ცრემლები მახრჩობს…

ხოდა, რეგულაციებს და მის კონტროლს თუ როდესმე ვეღირსებით, მკაცრს, შეუვალს (ან რა გახდა ამის დაწერა, მე ავიღებ ჩემ თავზე, თუკი დამავალებენ), ამ ხალხს მაინც აღარაფერი ეშველება, მათი ოჯახები რით ვანუგეშოთ? ამიტომაც ნება იბოძეთ, ყველამ იგრძენით თქვენი წილი პასუხისმგებლობა და დაისაჯეთ უმკაცრესად, ბატონებო!” _ ასე ეხმიანება ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი სასტუმრო ,,ლეოგრანდში” დატრიალებულ ტრაგედიას.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close