საზოგადოება

,,სხვადასხვა ქვეყნის რეჟიმები, ბაიდენის გაპრეზიდენტების ფონზე, თავისებურად ცდილობენ გადარჩენას”

,,ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ ქართული სახელმწიფოს ასაშენებლად"

რა თქმა უნდა, ყველა ხვდება, რომ არსადაც წასულა.
მაგრამ, ვფიქრობ, რომ ეს მისი მხრიდან მესიჯია ამერიკელებისთვის პოლიტიკიდან წასვლის მზაობის შესახებ. ამისთვის, სავარაუდოდ, ქონების შენარჩუნებაზე გარანტიის მიღებას მოითხოვს.
სხვათაშორის, სხვა ქვეყნების ჰიბრიდული (სადაც არც ბოლომდე დემოკრატია და არც ბოლომდე დიქტატურაა) რეჟიმებიც ასეთ დღეში არიან ბაიდენის გაპრეზიდენტების ფონზე – ყველა თავისებურად ცდილობს თავის გადარჩენას ახალ რეალობაში.
ჩვენი მიზანი კი უნდა იყოს არა ფასადური (ინდივიდების ცვლა), არამედ რეალური (სტრუქტურული) ცვლილებები. ამ საქმეში მთავარი იქნება მყარი ინსტიტუტების (დამოუკიდებელი სასამართლო, გამართული საარჩევნო და საგანმანათლებლო სისტემა, ქმედითი პარლამენტი და მთავრობა, უსაფრთხოების ბლოკი და ა.შ.) აგება იმდაგვარად, რომ ისევ პიროვნებებზე და მათ ხუშტურებზე არ იყოს დამოკიდებული ქვეყნისა და მისი მოქალაქეების ბედი.
სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ წინა წლებში ამის გაკეთების რესურსი ქვეყნის შიგნით არ ან ვერ გამოინახა. ამიტომ იყო მნიშვნელოვანი ბაიდენის გაპრეზიდენტება ყველასთვის, ვისთვისაც სულ ერთი არაა, რა გარემოში მოუწევს ცხოვრება მას და მის შვილებს.
წინ საინტერესო პერიოდი გველის.
ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ ქართული სახელმწიფოს ასაშენებლად.
ზურა ბატიაშვილი, პროფესორი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close