საზოგადოება

,,რომელ სოფელშიც ვარ, უახლოესი მაღაზია და აფთიაქი 15 კილომეტრშია_ ასე, აიღე და ჩაკეტე, რანაირად ხდება?”

გიორგი უშიკაშვილი, ცნობილი ლოტბარი:

_ დღევანდელი სიტუაციის გამო ასე გაუთვალისწინებლად ჩავრჩი სოფელში ჩემს ოჯახთან ერთად. გავიგე, რომ ზომები მისაღებია და უნდა დავემორჩილოთ, მაგრამ ის ხომ გასათვალისწინებელია, რომ მე, მაგალითად, რომელ სოფელშიც ვარ უახლოესი მაღაზია და აფთიაქი 15 კილომეტრშია. ასე წინასწარ რამდენი უნდა მეყიდა საკვები? ან წამალი? ელემენტარულად ყველას ხომ სახლთან არ აქვს მაღაზია და აფთიაქი? ასეთი შემთხვევები ხომ გასათვალისწინებელია? თან ამ სოფელში მარტო მე კი არ ვარ. კიდევ რამდენი სოფელი იქნება ასეთი?. ისევ აპირებენ მანქანების შეზღუდვის გაგრძელებასო და მემგონი ასეთი ელემენტარული საკითხები გასათალისწინებელია, რომ წავიდე, პური ვიყიდო და თუ დამჭირდა – წამალი. ასე აიღე და ჩაკეტე რანაირად ხდება? ამ 144 ზეც ვრეკავ და აზრი არ აქვს, მთელი დღე დაკავებულია :((( დღეში 2 საათი მაინც დაუშვან გადაადგილება. დილით მაგალითად 

Related Articles

Back to top button
Close