საზოგადოება

,,ქალიშვილობის მოწმობებს შემოწმების გარეშე გავცემ, სიტყვაზე ვენდობი ყველას”

უსაზღვრო სურვილი პრეზიდენტობის (40-ზე მეტი კანდიდატი) და კანდიდატების განცხადებები, რომლებზეც სიცილს ვერ ვიკავებთ. ეს საქართველოა და როგორც იტყვიან, ყველაფერი მოსულა, ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

გირჩის საპრეზიდენტო კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში საპრეზიდენტო კანდიდატის გიორგი ასათიანის ინიციატივას ეხმაურება.

“მე თუ გავიმარჯვე, ქალიშვილობის მოწმობებს შემოწმების გარეშე გავცემ, სიტყვაზე ვენდობი ყველას”- წერს ზურაბ ჯაფარიძე.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა გიორგი ასათიანმა განაცხადა:

“ჩემი გაპრეზიდენტების შემთხვევაში დამამთავრებელ კლასებში გოგონებს დაურიგდებათ ქალიშვილობის მოწმობები. ქალი უბიწოდ უნდა ჩაბარდეს მომავალ მეუღლეს”.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close