სამართალი და კრიმინალი

,,უსამართლობის ჩამდენ მოსამართლეებს ბუმერანგივით დაუბრუნდებათ ის უკანონობა, რასაც ჩადიან”

,,კართაგენი უნდა დაინგრეს და კლანი უნდა წავიდეს სასამართლოდან"

საქართველოში არ არის სამართლიანი სასამართლო უზრუნველყოფილი. რამდენიმე მოსამართლის სამართლიანი გადაწყვეტილებები მიზერულია და ქვეყანაში ვერ ცვლის იმ უკუნეთ სიბნელეს, რაც ღრმად არის  დამკვიდრებული სასამართლოში. სამართლიანობა მხოლოდ  ,,ამა ქვეყნის ძლიერთთვის” არის უზრუნველყოფილი. როდესაც მოსამართლე გქვია და ბედუკმართობის და არა დამსახურების გამო მოსამართლედ ხარ გამწესებული, ნება იბოძე და შედარებით სამართლიანი მაინც იყავი და თეთრზე ნუ ამბობ, რომ შავია, მაშინ, როცა ჩვენ ადვოკატები ფერებს უკეთ ვარჩევთ.
   უსამართლობის ჩამდენ მოსამართლეებს ბუმერანგივით დაუბრუნდებათ ის უკანონობა, რასაც ჩადიან. მუდმივი არაფერია და ცოდვა დაუსჯელი არ რჩება. შეურაცხმყოფელია მოსამართლის მიერ ბრიყვული სახით გამოტანილი განაჩენის მოსმენა, რომელიც ორი სიტყვითაც ვერ ხსნის მიღებული გადაწყვეტილების შინაარსს. დიახ, კართაგენი უნდა დაინგრეს და სასამართლოს კლანი უნდა წავიდეს სასამართლოდან, რომლებიც ხელს უშლიან სახელმწიფოებრიობის და სამართლიანობის განვითარებას.
მამუკა ნოზაძე, ადვოკატი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close