საზოგადოება

,,ტროტუარზე ზის გოგო, ორი შვილით და წასასვლელი არ აქვს”

,,მათხოვარი და მაწანწალა არ არის, იცით რა კარგი გოგოა..._ სულ ტირის და ჩვენ ვცდილობთ, დავამშვიდოთ"

სასწრაფოდ გთხოვთ ყურადღებას!
გოგო ვნახეთ, ორი პატარა შვილით! პირდაპირ ტროტუარზე მოუწევთ ძილი, სასწრაფოდ თუ არ გავაკეთეთ რამე. ზამთარს კი არა, რამდენიმე დღესაც ვერ გაუძლებენ.
საერთოდ ყველამ მიატოვა და რამდენგანაც დასახლდნენ, გადაუხდელობის გამო, ყველა სახლიდან ქუჩაში გამოყარეს. მათხოვარი და მაწანწალა არ არის, იცით რა კარგი გოგოა, სულ ტირის და ჩვენც ვცდილობთ დავამშვიდოთ.
რასაც ხედავთ, ამის მეტი საერთოდ არაფერი არ აბადიათ/
ძალიან სასწრაფოდ უნდა ვუპოვოთ ბავშვებს საიმედო თავშესაფარი. ვუქირავოთ და ჩვენ მივხედოთ, თორემ ფოტოზე რომ ხედავთ, ამაზე მეტი საშინელება დატრიალდება.
 ძალიან სასწრაფოა და გთხოვთ, როგორც შეძლებთ, გამივრცელოთ ეს ამბავი.
ბავშვები ისეთი საყვარლები არიან და როგორ გვეხუტებიან, მართლა მათსავით ვტირით ყველა.
ჯერ სახლს ვუპოვით და დანარჩენ ნივთებს მერე მოვუგროვებთ ყველაფერს.
დღესვე დავიწყებთ ყველაფრის მოგვარებას და თქვენი, ყველას დახმარების დიდი იმედი გვაქვს.
აბა, ჩვენ ვიცით.
ბავშვებს ჩვენს გარდა არავინ ჰყავთ.
ფული შეგიძლიათ ჩარიცხოთ –
ანგარიშის ნომერი: საქართველოს ბანკი
აკაკი სინჯიკაშვილი
თიბისიბანკი
PayPal – Sinjikashvili@gmail.com
უცხო ქვეყნებიდან შეგიძლიათ გამოგზავნოთ გზავნილით – Akaki Sinjikashvili
აკა სინჯიკაშვილი, ქველმოქმედი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close