საზოგადოება

კორონა ვირუსმა უკრაინამდე მოაღწია _ დაფიქსირებულია 3 შემთხვევა

კიევში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა. კიევის ჯანდაცვის სამინისტროს ლაბორატორიული ცენტრის ინფორმაციით, აღმოჩენილი ვირუსი, არ არის ჩინეთში გავრცელებულ კორონავირუსის მსგავსი. ამის შესახებ ინფორმაციას ლაბორატორიული ცენტრი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

მანამდე ლაბორატორიის ცენტრმა გაავრცელა ინფორმაცია კორონავირუსისდაფიქსირების შესახებ, მაგრამ ვირუსის ტიპი არ იყო დაზუსტებული.

ასევე, უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ამ დროისთვის უკრაინაში კორონავირუსის ინფექციის სავარაუდოდ სამი შემთხვევა ფიქსირდება. ლაბორატორიული კვლევების მიხედვით, ორ შემთხვევაში გრიპი დაფიქსირდა, ხოლო მესამე პირთან დაკავშირებით კვლევები გრძელდება.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 2010-ს აღწევს, რომელთაგან 1970 შემთხვევა ჩინეთში დაფიქსირდა. კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 80-მდე გაიზარდა.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის 15 ქალაქში კარანტინია გამოცხადებული.

რაც შეეხება ქვეყნებს, მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსი 14 ქვეყანაში ფიქსირდება, მათ შორისაა: ამერიკა, კანადა, საფრანგეთი, იაპონია, ავსტრალია და ა.შ.

წყარო:primetime.ge

Related Articles

Back to top button
Close