საზოგადოება

“მიმღებში უმწეობისგან აბღავლებული მამა, შვილი რომ გუშინ სიმაღლეში ეტოლებოდა ალბათ…”

“ჯანღონით სავსე, საავადმყოფოს მიმღებში უმწეობისგან აბღავლებული მამა, შვილი რომ გუშინ სიმაღლეში ეტოლებოდა ალბათ, ერთმანეთის ტანსაცმელს იცვამდნენ და უხაროდათ…
მამა, რომელსაც ვერ წარმოუდგენია, რომ შვილის გვერდით არ იყო, როცა სისხლისგან იცლებოდა, როცა სტკიოდა, როცა გონება ებინდებოდა და როცა მშველელს ეძებდა თვალებით…
მამა – საცოდავი, თავზარდაცემული, ერთ წამში ცხოვრებადანგრეული, მხრებჩამოყრილი მამა…
ალბათ, როგორ უყვარდა, როგორ ეფერებოდა თვალებით, როგორ აყურადებდა მის სუნთქვას ღამით, როგორ ამაყობდა მისით… “-წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ლაშა ბერულავა.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close