საზოგადოება

საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოება განცხადებას ავრცელებს

საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების განცხადება
– – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – –

ცოტა ხნის წინ, სოციალური ქსელის მეშვეობით, გავრცელდა ფოტოები, სადაც ასახულია მამათმავლების ე.წ. ქორწინების რიტუალი, სადაც ორი მამრობითი სქესის არსება, ამ რიტუალის აღსრულების დროს, გამოწყობილია ქართულ ეროვნულ სამოსში.
სამწუხაროდ, სიტყვის თავისუფლებისა და ფსევდოლიბერალური აზროვნების საბაბით, გარკვეულმა ძალებმა შინ თუ გარეთ, დიდი ხანია დაიწყეს ქართული ეროვნული სიწმინდეებისა და ფასეულობების დაუფარავი ცინიზმით შეურაცხყოფა. როდესაც ქართველები ხმას ვიღებთ ჩვენი სიწმინდეების დასაცავად, მაშინვე გვნათლავენ ჰომოფობებად, მაგრამ როდესაც ეს ფსევდოლიბერალი ადამიანები ხელაღებით ლანძღავენ ჩვენს სიწმინდეებს, ეს თურმე, მავანთა გაგებით, დემოკრატია ყოფილა.
ამ გაუგებარი, ჯერაც არნახული დემო(N)კრატიის შემდეგ, ფსევდოლიბერალური ძალების მიერ წაუბილწავი და შეუგინებელი აღარაფერი დარჩა საქართველოში, რაც იწვევს ქართველი ხალხის, რომლის უდიდესი ნაწილი მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლი და ტრადიცული ფასეულობების მატარებელია, უკიდურეს გაღიზიანებას.

მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას : გთხოვთ, შესაბამისმა უწყებებმა, მოახდინონ მყისიერი რეაგირება ტრადიციული ქართული სიმბოლოს – ჩოხის, როგორც ეროვნული სამოსის შებღალვის ფაქტზე და კანონის ფარგლებში მოსთხოვონ პასუხი იმ ადამიანებს, რომლებმაც ფეხქვეშ გათელეს ჩვენი ეროვნული ფასეულობა.

მინდა შეგახსენოთ, რომ ქართული ჩოხა ოდითგანვე გახლავთ ღირსებისა და მამულისადმი თავდადების სიმბოლო, რომელიც საკუთარი სისხლით შემოგვინახეს ჩვენმა წინაპრებმა, მათ შორის გახლავან ეროვნული გმირები და საზოგადოებისთვის ძვირფასი ადამიანები, რომლებსაც მთელი ერი ეთაყვანება. ხვალ ქართული ჩოხა უნდა ატარონ ჩვენმა შვილებმა და შვილიშვილებმა, რომლებისთვისაც მსგავსი შეურაცხმყოფელი რიტუალების ხილვა გახლავთ სულიერი ტრაგედია.
მიგვაჩნია, რომ მამათმავლების მიერ მოწყობილი ეს აქცია არის მიზანმიმართული პროვოკაცია ქართველი ერის შეურაცხყოფის, დამცირების და გამოწვევის მიზნით, რასაც მოჰყვა საზოგადოების სამართლიანი აღშფოთება.
გარწმუნებთ, რომ მსგავს შეურაცხმყოფელ აქციებს თუ არ მოჰყვა ხელისუფლების მხრიდან მკაცრი რეაგირება და თუკი არ მოხერხდა ქართული სიწმინდეების მაგინებლების სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევა, შესაძლოა გამუდმებული დამცირებისგან უკიდურესად შეურაცხყოფილმა საზოგადოებამ მიმართოს პროტესტის მკაცრ ფორმებს საკუთარი სამშობლოს ფასეულობებისა და პიროვნული ღირსების დასაცავად.
ვიმედოვნებთ, რომ ხელისუფლებისა და შესაბამისი უწყებების სამართლიანი რეაგირების შემდეგ, მამათმავლების ეს ამაზრზენი რიტუალი იქნება ბოლო პროვოკაცია, რომელსაც ისინი გამოიყენებენ ქართველი ერის შეურაცხყოფისთვის.
– – – – – – – – – – –
ზვიად სეხნიაშვილი – საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე
28. 11. 2017 წელი.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close