საზოგადოება

,,საქართველოში რუსეთის შემოჭრა შესაძლებელია, თუ ის დამაკმაყოფილებელი შედეგით დაასრულებს ომს უკრაინასთან”

,,სულ დედის ის და კარგებ-კეთილები რომ აგინოს პუტინს მთელმა ქართულმა ოცნებამ, რუსეთი ახლა სამხრეთ კავკასიაში ომს მაინც არ დაიწყებს, თავისი გაჭირვებია უკრაინის ფრონტზე და სამხრეთში ახალი ფრონტის გახსნა მის ინტერესებში არანაირად არ შედის"

უკანასკნელი დონის იდიოტი უნდა იყო ადამიანი, რათა სერიოზულად დაუშვა, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება მკაფიოდ დააფიქსირებს თავის უარყოფით დამოკიდებულებას უკრაინაში რუსეთის აგრესიის მიმართ, პატივს მიაგებს რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში დაღუპულ მეომრებს, პარლამენტის დადგენილებაში ახსენებს რუსეთს და ნაცებს აღარ დაუძახებს უკრაინის ხელისუფლებას, ეს გამოიწვევს რუსეთთან ომს.
უფრო მეტიც, სულ დედის ის და კარგებ-კეთილები რომ აგინოს პუტინს მთელმა ქართულმა ოცნებამ, რუსეთი ახლა სამხრეთ კავკასიაში ომს მაინც არ დაიწყებს, თავისი გაჭირვებია უკრაინის ფრონტზე და სამხრეთში ახალი ფრონტის გახსნა მის ინტერესებში არანაირად არ შედის. აგერ ალიევმა ფაქტობრივად რუსკი კარაბლის მიმართულებთ გაუშვა რუსი სამშვიდობოები ყარაბახში და ფეხებსაც ვერ ჭამენ, იმიტომ რომ არ აწყობთ რუსებს ახალი კონფლიქტის კერა. არ მითხრათ შეთნხმებულია რუსებთანო. არანაირად არ შედის ეს რუსეთის ინტერესებში.
საქართველოში რუსეთის შემოჭრა შესაძლებელია მხოლოდ ერთ შემთხვევაში: თუ რუსეთი ასე თუ ისე მისთვის დამაკმაყოფილებელი შედეგით დაასრულებს უკრაინაში ომს. მე კი ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ასე ვერ დაასრულებს, მაგრამ მსჯელობის საგნად რომ დავუშვათ, უკრაინის შემდეგ აუცილებლად დადგება საქართველოს და მოლდოვას ჯერი.
და თუ ასე მოხდა, ცხადია, საქართველოს ხელისუფლებას მისი ეს არგაღიზიანების პოლიტიკა სულ ოხრად დარჩება, რადგან რუსეთი პირდაპირ მოითხოვს ჰეგემონობას და საქართველოს სატელიტობას.
ისიც მესმის, რომ სიამოვნებით დათანხმდებით ამაზეც, თუ ხელისუფლებაში დაგტოვებენ, მაგრამ რომ არ დაგტოვონ და აქ ვინმე იგორ გიორგაძის მსგავსი ძველი კაგებეშნიკი დასვან (რისი ალბათობაც, ოკუპაციის შემთხვევაში, ძალიან მაღალია), მერე სად მიდიხართ?
ჰოდა, რა მინდა ახლა გითხრათ: საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არა აქვს საქართველო გააღიზიანებს რუსეთს თუ არა. სულ ტყუილად მოგდით ელეთ-მელეთი რუსის ხსენებაზე. თუ უკრაინაში რუსეთი მარცხდება, ის აქეთ აღარ (ვეღარ) გამოიხედავს თუ იქით არ შევეტენებით, ხოლო თუ იმარჯვებს, მაშინ გინდა გააღიზიანე გინდა არა, მაინც შემოვა და თუ ბრძოლას არ აპირებთ და პირდაპირ ნებდებით, ბარემ ეგეც გვითხარით და ჩვენც გვეცოდინება, რომ ელემენტარულად ქვეყნის მტრებთან გვაქვს თქვენი სახით საქმე და არა ქვეყნის ინტერესების გამომხატველ ხელისუფლებასთან.
მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ცოტა აზრზე მოდით და ხიდზე გადით, თორემ ან რუსის სალდათი გაგიყვანთ ბოლოს იმ ხიდზე, ან ქართველი ხალხი და არცერთი ვარიანტი თქვენს სასარგებლოდ არ დამთავრდება. ტყუილად გაქვთ პუტინის და ბატონი ბიძინას “სვიაზების” იმედი.
დავით ზურაბიშვილი, მწერალი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close