საზოგადოება

დამტვრეული ავტომანქანიდან პატარძალი თეთრი კაბით გადმოიყვანეს – ავტოავარია რუსთავის გზაზე

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე დაახლოებით 16 საათზე მოხდა. არსებული ინფორმაციით ქორწილში მიმავალი ავტომობილების კოლონა რუსთავიდან თბილისის მიმართულებით გადაადგილდებოდა. მანქანას რომელშიც ნეფე-დედოფალი იმყოფებოდა მოულოდნელად სხვა მანქანამ გადაუჭრა გზა. მძღოლმა საჭის დამორჩილება ვერ შეძლო, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბენზინგასამართი სადგურის სარეკლამო აბრას დაეჯახა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი. ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა.

წყარო

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close