მსოფლიო

კრემლმა ბირთვული შანტაჟისთვის მზადება დაიწყო, პატრიარქი კირილე საზოგადოებას დარაზმვისკენ მოუწოდებს

,,მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილემ ორშაბათის ქადაგებისას დარაზმვისკენ მოუწოდა თანამედროვე საზოგადოებას, ვინაიდან ის შედის კრიტიკულ პერიოდში, რომელიც შესაძლოა სამყაროს აღსასრულით დამთავრდეს: „ბრმა უნდა იყო, რომ ვერ დაინახო მოახლოება ისტორიის იმ მრისხანე გაელვებებისა, რომლებზეც საუბრობდა მოციქული და მახარებელი იოანე ღვთისმეტყველი თავის გამოცხადებაში“.

ესქატოლოგია ყოველთვის უმადური საქმე იყო. დაწყებითი რელიგიური განათლების მქონე ბავშვისთვისაც კი ცნობილია, რომ უფლის გარდა არავინ იცის როდის დასრულდება ისტორია. მიუხედავად ამისა, საუკუნეების განმავლობაში დროდადრო ჩნდებოდნენ ამა თუ იმ რელიგიის ადეპტები, რომლების ადამიანებს კაცობრიობის „მოახლოებულ“ აღსასრულზე ამცნობდნენ. დღეს ყველამ ვიცით, რომ ეს იყვნენ არასერიოზული ადამიანები, რიგ შემთხვევაში ავანტიურისტები, ხოლო მათი აზრები და მოღვაწეობა დაცინვის საგნად არის ქცეული.

რამ აიძულა ეკლესიის საჭეთმპყრობელი, გადაედგა ნაბიჯი, რომელიც კრიტიკისა და დაცინვის საგნად აქცევს არა მხოლოდ თავად მას, არამედ მთლიანად რუსულ ეკლესიასაც არასერიოზულობის დაღს დაასვამს? მითუმეტეს, რომ რუსული ეკლესია დღეს კრემლის პოლიტიკის ერთ-ერთი ინსტრუმენტია და, სახელწიფო ინსტიტუტის ავტორიტეტის დარტყმის ქვეშ დაყენების გამო, გუნდიაევს აუცილებლად მოუწევდა პუტინისთვის პასუხის გაცემა. ცხადია, გუნდიაევმა კრემლის მორიგი შეკვეთა შეასრულა. რასთან გვაქვს საქმე?

ცივი ომი, რომელიც რუსეთმა წამოიწყო დემოკრატიული სამყაროს წინააღმდეგ და არსებული მსოფლიო წესრიგის შეცვლის მიზნით ახალ სტადიაში შევიდა. ამის პირველი ნიშანი იყო აზია-წყნარი ოკეანის სამმიტზე პრეზიდენტების ტრამპისა და პუტინის შეხვედრაზე ამერიკული მხარის უარი. ასევე დადასტურდა ბრიტანეთის პრემიერ მინისტის ტერეზა მეის სადღეგრძელოში (http://www.voltairenet.org/article198816.html) ლონდონის ლორდ-მერის ბანკეტზე მ.წ. 13 ნოემბერს.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პირველად დასავლეთმა მიიღო გადაწყვეტილება წინ აღუდგეს რუსეთს. წინა ცივი ომის გამოცდილებისა და ძალთა დღევანდელი თანაფარდობიდან გამომდინარე დიდი თავსატეხი არ არის თუ ვის დარჩება გამარჯვება. როგორც გადაცემაში „საერთაშორისო მიმოხილვა“ (https://www.youtube.com/watch?v=j-B67Rw0qj0&feature=share) აღვნიშნე, საშუალოვადიან პერსპექტივაში (5-10 წელი) კრემლს მოუწევს ბევრი მოპოვებული პოზიციის დათმობა.

პუტინი არ არის ის კაცი იოლად დანებდეს. მას საკუთარი საპასუხო სვლები აქვს მომზადებული, რომლებშიც, როგორც მჟღავნდება ბირთვული დაპირისპირებაც შედის. გუნდიაევის ქადაგება არის რუსი ხალხის ბირთვული დაპირისპირებისთვის შემზადების დასაწყისი და ნათელს ფენს პუტინის განზრახვას, უკვე ახლო მომავალში ასწიოს მიმდინარე ცივი ომის ტემპერატურა, კერძოდ, გადავიდეს ბირთვულ შანტაჟზე.

ამდენად, მსოფლიო ახალი ბირთვული დაპირისპირების წინაშეა. ვფიქრობ, გაზაფხულისთვის პუტინის შესაბამის განცხადებას უნდა ველოდოთ” _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე  საგარეო საქმეთა სამინისტროს რუსეთის განყოფილების ყოფილი უფროსი – ირაკლი ტორონჯაძე.

 

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close