მსოფლიო

,,ირანში სტუდენტები უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდების ფაქტს აპროტესტებენ და ხელისუფლების გადადგომას მოითხოვენ”

ზურა ბატიაშვილი, აღმოსავლეთმცოდნე, პროფესორი:

_ ამასობაში მასობრივი ანტისამთავრობო საპროტესტო აქციები დაიწყო ირანის დედაქალაქ თეირანში.
ქუჩებში შეკრებილი სტუდენტები უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდების ფაქტს აპროტესტებენ და ხელისუფლების გადადგომას მოითხოვენ.
უკვე მოხდა შეტაკებები უსაფრთხოების ძალებსა და პროტესტანტებს შორის. არიან დაშავებულები.
როგორც ჩანს, ირანში და მის გარშემო არაფერი დასრულებულა და პოლიტიკური დუღილი ახალ ფაზაში გადადის.

Related Articles

Back to top button
Close