საზოგადოება

,,ბავშვს, რომელიც 2 წელი აპარატზე მიერთებული იყო, თურმე ჰქონია გადარჩენის შანსი”

დედებისფონდი
ერთადბევრიგამარჯვება
#გიგასთვის! დასრულდა გიგას გამოკვლევები თურქეთის კლინიკაში. გიგა ხვალ უკვე საქართველოში ბრუნდება…
ბავშვი, თურქეთში ყოფნის პერიოდში, მოიხსნა აპარატიდან, დაიწყო დამოუკიდებლად სუნთქვა.
გიგას მოხსნეს ზონდი, ბავშვი ცხვირიდან იკვებებოდა.
ბავშმა დაიწყო სწავლა, როგორ უნდა იკვებოს ნორმალურად, როგორც ჩვეულებრივი ბავშვები. ჩატარდა ყველა გამოკვლევა და ანალიზი, რომლის პასუხებიც დროდადრო იქნება….

მთავარი ამბავი არის ის, რომ ბავშვს, რომელიც 2 წელი პალიატიურ განყოფილებაში, აპარატზე მიერთებული იყო,  თურმე ჰქონია გადარჩენის შანსი, თურმე შესაძლებელია ბავშვმა იცხოვროს მშობლებთან ერთად, სწორი რეაბილიტაციის და მკურნალობის შედეგად განვითარდეს და მდგომარეობა გაუმჯობესდეს, და არა გაუარესდეს, როგორც ეს 2 წლის განმავლობაში ხდებოდა…

გიგას მიეცა გადარჩენის შანსი, გამოჯანმრთელების ზუსტი მიმართულება ‼რომ არა თქვენ და ჩვენ ერთად, ნეტავ რა იქნებოდა?!
www.pondi.ge
თქვენი დედების ფონდი სხვისი სიცოცხლის სადარაჯოზე!

Related Articles

Back to top button
Close