განათლება

სკოლებს დისტანციური სწავლებისთვის ამზადებენ_ განათლების სამინისტროს განცხადება

 საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სკოლებს დისტანციური სწავლების გამართულად წარმართვის პროცესში დაეხმარება.

 კორონავირუსის პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით სასწავლო პროცესის გადავადებასთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საჯარო სკოლების ადმინისტრაციას, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს სურვილის შემთხვევაში დისტანციური სწავლების ხელშეწყობისთვის ტექნიურ დახმარებას გაუწევს.

ახალი სკოლის მოდელში ჩართული ტექნოლოგიების ექსპერტები და სსიპ-განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) წარმომადგენლები პედაგოგებს დაეხმარებიან სწავლა-სწავლების პროცესისთვის მხარდამჭერი ტექნოლოგიური ინსტრუმენტების გამართვასა და დანერგვაში.

პირველ ეტაპზე პროექტში ჩართულ სკოლებს გაეგზავნება დისტანციური სწავლებისთვის საჭირო პროდუქტებისა და ხელსაწყოების შესახებ დეტალური სახელმძღვანელო ვიდეო და ტექსტური სახით. ასევე, ამოქმედდება მხარდამჭერი სისტემა. მასწავლებლებს შესაძლებლობა ექნებათ, ონლაინ რეჟიმში გამოგზავნონ კითხვები და მიიღონ კონსულტაცია კონკრეტულ საკითხებზე.   საჯარო სკოლამ, რომელიც სურვილსა და მზაობას გამოთქვამს, დახმარება გაუწიონ დისტანციური სწავლების პროგრამის განხორციელებაში, ერთი კვირის ვადაში უნდა შეავსოს სააპლიკაციო ფორმა შემდეგ ბმულზე: დაინტერესებულ სკოლებში პროექტის განხორციელება მყისიერად დაიწყება.

600 000-ზე მეტ მოსწავლესა და 55 000-მდე მასწავლებელს სპეციალური პროფილები უკვე გააქტიურებული აქვთ და სამინისტროს მხარდაჭერით, შესაძლებლობა ექნებათ სრულყოფილად ისარგებლონ შეთავაზებული ონლაინ ინსტრუმენტებით – Microsoft office 365- ით, რომელიც აერთიანებს Microsoft TEAMS, OneNote-ს და სხვა.

შედეგად, პროექტში მონაწილე სკოლები წარმატებულად გამოიყენებენ შეთავაზებული დისტანციური სწავლა-სწავლების ინსტრენტებს და დაეუფლებიან ამ ციფრული ინსტრუმენტების საგანმანათლებლო მიზნებისთვის გამოყენების უნარებს.

უკვე შექმნილია რაიონული ვირტუალური საკონსულტაციო სივრცეები პროგრამა TEAMS-ში, რომლის მეშვეობითაც ასევე ახალი სკოლის მოდელის ტექნოლოგიების ექსპერტები კონსულტაციებს გაუწევენ იმ სკოლებს, რომლებიც დამოუკიდებლად გამოყენებას გადაწყვტენ Microsoft office 365-ის პროდუქტების სასკოლო საზოგადოებასთან კომუნიკაციისა და დისტანციური სწავლა-სწავლების პროცესის ხელშეწყობის მიზნით.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აქტიურად მუშაობას დისტანციური სწავლების სხვადასხვა ალტერნატიულ ფორმაზე, მათ შორის არის – პროექტი ტელე-სკოლა, დისტანციური ტრენინგები მასწავლებლებისთვის, ელექტრონული რესურსების გამფრავალფეროვნება და სხვა.

Related Articles

Back to top button
Close