საზოგადოება

მედიაციისა და ფასილიტაციის ცენტრის თანადამფუძნებელი, მარიკა არევაძე სახალხო დამცველის კანდიდატად დარეგისტრირდა

     „დღეს, სახალხო დამცველის კანდიდატად რეგისტრაციისთვის მივმართე საქართველოს პარლამენტს. იყო სახალხო დამცველი, პირველ რიგში ნიშნავს გააზრებული გქონდეს ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების მნიშვნელობა, ამასთან უპირობოდ უნდა იყო ამ ღირებულებების ერთგული და ეს ასევე ნიშნავს გქონდეს ბრძოლის უნარი. ვფიქრობ ჩემი ცოდნა, თხუთმეტწლიანი პროფესიული გამოცდილება და მტკიცე ხასიათი მაძლევს საფუძველს გავაკეთო სახალხო დამცველის კანდიდატობაზე განაცხადი. დეტალურად ჩემს ხედვებსა და გეგმებს გაგაცნობთ უახლოეს მომავალში“ – აღნიშნულია მის განცხადებაში. მედიაციისა და ფასილიტაციის ცენტრი ეხმიანება აღნიშნულ განცხადებას და მხარს უჭერს მის კანდიდატურას ამ პოზიციაზე. „მარიკა არევაძეს აქვს მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილება უფლებადაცვით მიმართულებით, ისევე როგორც სამედიაციო და საფასილიტაციო მიმართულებით. მისი პროფესიული გამოცდილება, პრინციპები ,ხედვები და შესაძლებლობები არის ის რესურსი რომელიც უპირობოდ სჭირდება აღნიშნული ინსტიტუციას არსებული გამოწვევებთან გასამკლავებლად“ – ნათქვამია მედიაციისა და ფასილიტაციის ცენტრის თავმჯომარის- ანა ჯალაღონიას განცხადებაში.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close