სიღნაღის ამბები

მედიკამენტები და გამოცდილი ექიმების კონსულტაცია უფასოდ

4 თებერვალს, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაქირში ორგანიზაცია „კუმ დეო“ საქველმოქმედო აქცის გამართავს

    4 თებერვალს, სინაღის მუნიციპალიტეტის სოფე ვაქირში არსამთავრობო ორგანიზაცია „კუმ დეო”- მედიკოსები საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის“ საქველმოქმედო აქციას გამართავს. ორგანიზაციის პრეზიდენტის, კარდიოლოგის, პროფესორ სოლომონ ზეიკიძის თქმით, აქციის ფარგლებში მოსახლეობას სხვადასხვა სახის სამედიცინო დახმარება-კონსულტაცია გაეწევა. ასევე, უფასოდ გადაეცემა კარდიოლოგიური, ძვირადღირებული მედიკამენტები.

აქციაში მონაწილეობენ სხვადასხვა დარგის ექიმი – კარდიოლოგი, თერაპევტი, ფიზოთერაპევტი, ენდოკრინოლოგი…

პროფესორ სოლომონ ზეიკიძის ექიმთა გუნდი და „კუმ დეოს“ მობილური კლინიკა საქველმოქმედო აქციას „ჯი ემ ფარმასა“ და სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ხელშეწყობით მართავს.

ექიმები იმუშავებენ ვაქირის სამედიცინო პუნქტის შენობაში, დილის 11 საათიდან.

აქციის საინფორმაციო მხარდამჭერი და წარმდგენია, საინფორმაციო პორტალი euronews.ge. -ს ,,სიღნაღის ამბები”.

შეგახსენებთ, რომ ორი წლის განმავლობაში „კუმ დეომ“ 22 საქველმოქმედო აქცია ჩაატარა. სოლომონ ზეიკიძის ექიმთა გუნდმა უფასო სამედიცინო მომსახურეობა და მედიკამენტები ილტოს ხეობის სოფელ შახვეტილას, ასპინძის რაიონის სოფელ ნაქალაქევის, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოთელიას, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს, თელავის რაიონის სოფლების – ნაფარეული და ბუშეტი, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლების – წვირმისა და ლატალის, შუახევის მუნიციპალიტეტის მთა ჩირუხისა, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბნის, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუნჩხას, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფახულანის თემის, დუშეთის მუნიციპალიტეტის მჭადიჯვრის თემის, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიზაბავრას, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მახოს, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შატილის, ონის რაიონის სოფელ ღებისა და წყალტუბოს დევნილთა დასახლების მოსახლეობას მიაწოდა.

ნელი ვარდიაშვილი

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close