საინტერესო

საცივი – მეგრელი ქალის საოცარი რეცეპტი

სადღესასწაულო სუფრა უგემრიელესი და მადისაღმძვრელი საცივის გარეშე წარმოუდგენელია. ამ ტრადიციულ კერძს ყველა განსხვავებულად ამზადებს, თუმცა ფრინველის ხორცი, ნიგოზი და ხმელი სუნელები ყველა ვარიანტისთვის აუცილებელი პირობაა. შემოგთავაზებთ ინდაურის (ქათმის) საცივის კლასკურ ვარიანტს.

კერძის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

საშუალო ზომის ინდაური ან ქათამი – 1 ცალი
თეთრი ნიგოზი – 500 გრ
ხახვი – 2 თავი
ზაფრანა – 2 ჩ/კ
უცხო სუნელი – 4 ჩ/კ
ხმელი ქინძი – 2 ჩ/კ
ნიორი – 4-5 კბილი
ძმარი – 1 ს/კ
ინდაურის ნახარში – 10 ჭიქა
მარილი და დაფქული წითელი წიწაკა – გემოვნებით
მიხაკი – 3 ცალი
დარიჩინი – ნახ. ჩ/კ
(მიხაკისა და დარიჩინის გამოყენება მხოლოდ თქვენს სურვილსა და გემოვნებაზეა დამოკიდებული და აუცილებელ პირობას არ წარმოადგენს)

მომზადების ეტაპები:

  1. კარგად გასუფთავებული და გარეცხილი ფრინველი ქვაბში ჩადეთ. იმდენი წყალი დაასხით, რომ მთლიანად დაიფაროს და ცეცხლზე დადგით. თვალყური ადევნეთ, რომ ადუღების პროცესი არ გამოგეპაროთ და პერიოდულად, ქაფი მოხადეთ.
    2. ფრინველი სანახევროდ რომ მოიხარშება, ქვაბიდან ამოიღეთ, ცოტა მარილი მოაყარეთ და ჰაერღუმელში შეწვით. (ძალიან არ დაბრაწოთ)
    3. წვრილად დაჭრილი ან ხორცსაკეპ მანქანაში გატარებული ხახვი ბულიონიდან მოხდილ ცხიმში ისე მოშუშეთ, რომ ოდნავ შევარდისფრდეს.
    4. ნიგვზიანი მასა რომ ჰაეროვანი და ერთგვაროვანი გამოვიდეს, ნიგვზის ხორცსაკეპ მანქანაში გატარება საკმარისი არ არის. გატარებული ნიგოზი ბლენდერში ან კომბაინში ჩაყარეთ, მარილი, მოშუშული ხახვი, ნიორი და სუნელები დაუმატეთ, ბულიონი დაასხით და დააბლენდერეთ.
    5. დაბრაწული ინდაური სასურველ ნაჭრებად დაჭერით. ქვაბში დაალაგეთ და ნიგვზიანი მასა დაასხით. ქვაბი დაბალ ცეცხლზე დაადგით და განუწყვეტლივ ურიეთ. როგორც კი ადუღებამდე მივა, ცეცხლიდან გადმოდგით და გააგრილეთ. სუფრაზე მიტანის წინ, შეგიძლიათ ნიგვზიდან გამოხდილი ზეთი მოასხათ. გემრიელად მიირთვით.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close