საზოგადოება

ქართული სოფელი, რომელიც ერთ წამში მთლიანად გაქრა- ხახიეთში 45 ადამიანი დაიღუპა

,,დღეს ხახიეთი აღარ არსებობს, მის ადგილას არის ტბა, რომლის ფსკერზე 45 ხახიეთელი განისვენებს"

შოვის ტრაგედიამ წლების წინ მომხდარი დიდი ტრაგედია გაგვახსენა. მაშინ როდესაც საქართველოს მთლიანი სოფელი განადგურდა.
   თურმე, შოვის ტრაგედიამდე მსგავსი სტიქია დასავლეთ საქართველოში არასოდეს მომხდარა, თუ არ ჩავთვლით 32 წლით ადრე გამქრალ სოფელ ხახიეთს, რომელიც 1991 წელს, მიწისძვრის შედეგად, 5 მილიონი კუბური მეტრი მიწით მთლინად ჩაიმარხა… გაქრა. სოფელი ხახიეთი 29 აპრილის 13 საათსა 13 წუთამდე არსებობდა.
ხახიეთი – 15 წამში გამქრალი სოფელი,
1991 წლის 29 აპრილს რაჭასა და ზემო იმერეთში 7 ბალიანი მიწისძვრა მომხდარა. მიწისძვრამ მთლიანად დამარხა საჩხერის რაიონის სოფელი ხახიეთი. დაიღუპა მთელი სოფელი, 45 ადამიანი, ყველა, ვინც სოფელში იყო. მხოლოდ 2 გადარჩა ვინც არ იყვნენ იმ მომენტში სოფელში “ორი ბავშვი, რომლებიც სკოლიდან დაბრუნდნენ და სახლის ნაცვლად ლოდები დახვდათო… დიდი უბედურება მოხდა მაშინაც”
დღეს ხახიეთი აღარ არსებობს, მის ადგილას არის ტბა, რომლის ფსკერზე 45 ხახიეთელი განისვენებს.
სამწუხაროდ, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ ხახიეთი ოკუპანტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა მოქცეული.
⠀მაშინდელმა პრესამ შემოინახა ბაგრატ ბერიძის მოგონებაც:
„უეცრად საშინელი ხმა ნგრევის, აფეთქების. შევხედე მთა მთლიანად წამოვიდა. მიწა თითქოს წყლად იქცა. წყლად კი არა, უზარმაზარ, შავ ტალღებად. წალეკა და ჩაიხვია სოფელი. ბავშვები, ქალები, სახლები, ბაღები, შინაური ცხოველი. ყველაფერი ერთმანეთში აირია და ქვემოთ ჩამოწვა. ერთბაშად, ერთი თვალის დახამხამებაში გაქრა ოცკომლიანი სოფელი“ („საქართველოს რესპუბლიკა“, მაისი, 1991წ).
ვარაუდობენ, რომ სიტყვა „ხახიეთი“ ხახადან მოდის, მიწამ ხახაში ჩაიტანა ეს ადგილიო. იქ, სადაც მიწისძვრამდე მდინარე ხახიეთის წყალი მოედინებოდა, მძლავრი კლდეზვაური პროცესის შედეგად მასა იყო ჩამოსული. ჩვენი ვარაუდით, ეს ძველი მიწისძვრის შედეგია. ბევრი მეცნიერი, მაგალითად, ივანე კახიძე აფიქსირებს, რომ ადრე, ძლიერი ტექტონიკური პროცესების შედეგად, აქ მდინარე ყვირილასაც კი დინების მიმართულება აქვს შეცვლილი“.
  მკვლევარი ამბობს, რომ 1991 წლის შემდეგ ხახიეთის ადგილას ორი ტბა გაჩნდა, რომლებიც შემდეგ კლდიდან ჩამოშლილი ქვებით ამოივსო. მოგვიანებით, დაღუპული 45 ადამიანის პატივსაცემად ხახიეთიდან ორიოდე კილომეტრში, სოფელ სინაგურში, მემორიალი დადგეს.
⠀ ტექსტები კომენტარებიდან:
“მახსოვს ეგ ამბავი..ერთი კაცი გადარჩა მეზობელ სოფელში იყო..ადგილზე მისულს არ დახვდა სოფელი საერთოდ…მანდ კიდევ უფრო სასწაული მოხდა..მიწა გაიხსნა და შთანთქა მთლიანად სოფელი, ისე, რომ კვალიც არ დატოვა”.
“ორი ბავშვი, რომლებიც სკოლიდან დაბრუნდნენ და სახლის ნაცვლად ლოდები დახვდათო… დიდი უბედურება მოხდა მაშინაც, როგორც ვიცი. შედარება მაინც არ გამოვა ამ ორი შემთხვევის, მას შემდეგ განვითარდა და დაიხვეწა თავის დამცავი საშუალებები, რეაგირების დონე და ანალიზის უნარი, მაგრამ ვცდები, ეს ჩვენს ქვეყანას არ ეხება! ჩვენ ისევ სადღაც ვართ ჩარჩენილები , სადაც ადამიანის სიცოცხლე არაფრად ფასობს იმ ხალხისთვის, ვისი ვალდებულებაცაა ერზე იზრუნოს!”- წერენ ფბ-ში.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close