ქართულ-ებრაული

საქართველოს მოქალაქეების ისრაელში ლეგალურ დასაქმებაზე რეგისტრაცია 12 აპრილიდან იწყება!

,,პროგრამა საპილოტეა და პირველ ეტაპზე მოხუცებულთა სახლებში დასაქმებას ითვალისწინებს"

ისრაელთან ხელმოწერილი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცედურები დასრულდა და საქართველოს მოქალაქეების ისრაელში ლეგალურ დასაქმებაზე რეგისტრაცია 12 აპრილიდან იწყება!, აცხადებს საქართველოს ელჩი ისრაელის სახელმწიფოში ლაშა ჟვანია.
 ისრაელში ერთი წლით დასაქმების მსურველმა პირველადი რეგისტრაცია ჯანდაცვის სპეციალურ სარეგისტრაციო პორტალზე: https://workabroad.moh.gov.ge უნდა გაიაროს.
ყველა კითხვაზე გიპასუხებენ ჯანდაცვის სამინისტროს პორტალზე.
პროგრამა საპილოტეა და პირველ ეტაპზე მოხუცებულთა სახლებში დასაქმებას ითვალისწინებს.
იმედი მაქვს, კოვიდის დასრულების შემდეგ, ტურისტულ და სხვა სფეროებსაც მოვიცავთ.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close