საზოგადოება

,,მოგიწოდებთ ყველას, ერთად ჩავიდეთ ხვალ გუმათში, სადაც რიონის ხეობის მონაწილეები ახლა ღამეს ათევენ”

,,აქცია  მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება"

რიონის ხეობის მცველებმა საბოლოოდ გადაწყვიტეს, ბრძოლის მთავარ ცენტრად უახლოეს დღეებში გუმათი გამოაცხადონ და მკაფიოდ მოუწოდეს საზოგადოებას, რომ ჩვენი სოლიდარობა ახლა მათ სწორედ გუმათში სჭირდებათ. გარდა ამისა, მათ თავად დააანონსეს თბილისში აქცია უახლოეს მომავალში.
,,ჩვენ გადავწყვიტეთ გავითვალისწინოთ მათი სიფრთხილისა და აუჩქარებლობის სტრატეგია, მათი მოწოდებები და თავი შევიკავოთ თვითორგანიზებული ქმედებებისგან. სწორედ ერთმანეთის გათვალისწინების ამ პრაქტიკამ და ამ სულისკვეთებამ მოიტანა პროცესი აქამდე და მთელი საქართველო გააერთიანა. შესაბამისად, მოგიწოდებთ ყველას, ვისაც შეგიძლიათ, ერთად ჩავიდეთ ხვალ გუმათში, სადაც რიონის ხეობის მონაწილეები ახლა ღამეს ათევენ. აქცია  მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის მიმართულებით შეგიძლიათ საქალაქთაშორისო ტრანსპორტით (დიდუბის სადგურიდან) ან მატარებლით ჩამოხვიდეთ, ქუთაისიდან კი ჯაჭვის ხიდიდან გადის მარშუტკები გუმათის მიმართულებით.
 თბილისში დამრჩენებს კი მოგიწოდებთ, გავითვალისწინოთ ხეობის მცველების მოწოდებები, ცოტა მოვითმინოთ, მაქსიმალურად გავავრცელოთ ინფორმაცია და ძალიან მალე შევხვდებით ერთმანეთს ყველანი, მრავალათასიან აქციაზე!!!” _ აცხადებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close