საზოგადოება

,,მე არ მითქვამს, რომ იოსებ გოგაშვილი მზად არის, ჩვენება მისცეს ივანიშვილის წინააღმდეგ”

სოსო გოგაშვილის ადვოკატის განცხადება

ადვოკატ რამაზ ჩინჩალაძე განცხადება იოსებ გოგაშვილთან დაკავშირებით.
,,მეგობრებო, ჟურნალისტებო ძალიან გთხოვთ, ჩემს ნათქვამს არასწორ ინტერპრეტაციას ნუ გაუკეთებთ. დღევანდელ ჩემს ინტერვიუში მე ვთქვი, შემდეგი:
,,ნებისმიერ საქმეზე რაც გაჟღერებულია იოსებ გოგაშვილის მიერ, იგი მზად არის სახალხო დამცველს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და პროკურატურას მიაწოდოს ინფორმაცია ამომწურავად და დეტალურად. ჩემთვის უცნობია კონკრეტული მტკიცებულებები თუ რით შეიძლება აღნიშნული ფაქტების დადასტურება. მე არ ვარ ზოგადად საქმის კურსში როდის რა განცხადება გამოქვეყნდება და რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით”
მიუხადავად აღნიშნული ფრაზებისა, თქვენის მიერ საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა, თითქოს მე – ადვოკატი ვაცხადებ, რომ იოსებ გოგაშვილი მზად არის, ჩვენება მისცეს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, რაც მე არ გამიჟღერებია და თქვენს ინტერპრეტაციას წარმოადგენს”.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close