კატეგორიის გარეშე

კულტურის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ თანამდებობა დატოვა

,,გადადგომა პასუხისმგებლობისგან ვერ გაათავისუფლებს – ერთ მშვენიერ დღეს საყდრისის აფეთქების გამო ბრალდებულის სკამზე დაჯდება, მაგრამ დღევანდელი ახალი ამბავი მაინც მახარებს, რადგან გასაფუჭებელი კიდევ ბევრია.

ალბათ, უკვე გაიგებდით, რომ სამუზეუმო სფეროს, კულტურულ მემკვიდრეობას (…) ერთი ცუდი, დანაშაულში ეჭვმიტანილი ადამიანი ჩამოშორდა – კულტურის ფაქტობრივმა მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ თანამდებობა დატოვა და გავრცელებული ინფორმაციით კერძო სექტორში დაბრუნდა.

აქვე შეგახსენებთ, რომ საყდრისის საქმის განხილვა თბილისის სააპელაციო სასამართლოში სულ რამდენიმე დღეში, 18 ივლისს გაგრძელდება”_ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი.

Related Articles

Back to top button
Close