ჯანდაცვა

,,ცრუ იმედია იმის თქმა, რომ კორონავირუსი ზაფხულის დადგომასთან ერთად გაქრება”

ცრუ იმედია იმის თქმა, რომ კორონავირუსი, გრიპის მსგავსად, ზაფხულის დადგომასთან ერთად გაქრება, – როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, მაიკ რაიანმა განაცხადა. მისი თქმით, ჯერ უცნობია, რა დაემართება აღნიშნულ ვირუსს განსხვავებულ კლიმატურ პირობებში.

„ჩვენ ჯერ არ ვიცით, რა აქტიურობა და ქცევა ექნება ვირუსს განსხვავებულ კლიმატურ პირობებში. უნდა ვივარაუდოთ, რომ ვირუსს კვლავ ექნება გავრცელების უნარი.

ცრუ იმედი იქნება იმის თქმა, რომ კი, ის გაქრება ზაფხულში, როგორც გრიპის ვირუსი… ამჟამად არ არის არანაირი მტკიცებულებები, რომ ეს ასე მოხდება“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო პროგრამების აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკ რაიანმა ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

წყარო: 1tv.ge

Related Articles

Back to top button
Close