საზოგადოება

შალვა ნათელაშვილი: მოვუწოდებ ცესკოს, შეიკრიბონ და თვითონ გააუქმონ არჩევნების შედეგები

„ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი ხელისუფლებას თვითმმართველობის არჩევნების გაყალბებაში, „ევროპულ საქართველოს“ და „პატრიოტთა ალიანსს“ კი, მმართველ გუნდთან გარიგებაში ადანაშაულებს. განცხადება შალვა ნათელაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. ნათელაშვილმა ახალქალაქში ჩატარებულ არჩევნებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ გარიგების შედეგად არჩევნები სრულად გაყალბდა. „ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი მიმართავს ცესკოს და ახალქალაქში არჩევნების შედეგების გაუქმებისკენ მოუწოდებს.

„ადგილობრივი არჩევნების მასობრივ გაყალბებასთან ერთად, საუბედუროდ, ჩადენილია სამშობლოს ღალატის უპრეცედენტო ფაქტი. ივანიშვილ-ბოკერია-თარხანმოურავის ალიანსი გაურიგდა ახალქალაქსა და ნინოწმინდაში მოქმედ სეპარატისტულ ორგანიზაციებს და ხმების სანაცვლოდ დღეს პეტროსიანის ჯგუფი, რომლის მიზანია ამ კუთხის საქართველოდან მოწყვეტა, ოფიციალურად მოღვაწეობს თვითმმართველობის ორგანოებში. ამას შეიძლება მოჰყვეს განუსაზღვრელი შედეგები ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის. მე მოვუწოდებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, თუ შერჩენიათ ოდნავ მაინც პატრიოტიზმის ნატამალი, ადამიანობის ელემენტები, შეიკრიბონ და თვითონ გააუქმონ არჩევნების შედეგები, რომელიც გადანაწილდა ამ პარტიაზე და სადაც არც სომხებს და არც ქართველს არაფერი არ ჰკითხეს,“ – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close