საზოგადოება

“გაიქეცი ან მოკვდი”_ახალი საშიში ინტერნეტთამაში და გაფრთხილება მშობლებს

ადამიანის ხასიათზე და ცნობიერებაზე უამრავი ფაქტორი მოქმედებს. თამანედროვე საზოგადოება ძალიან არის დამოკიდებული ინტერნეტზე, რომელიც არა მხოლოდ გვიმსუბუქებს ცხოვრებას, არამედ, გარკვეულ საფრთხესაც გვიქმნის.

ბოლო დროს სხვადასხვა საშიშ თამაშებზე უამრავი შეტყობინება გავრცელდა, რომლთაც მოზარდები სარგებლობენ. მათ რიცხვს ახალი თამაში “გაიქეცი და მოკვდი” მიემატა. თამაშის მიზანია მოზარდმა მოახერხოს რაც შეიძლება ახლოს გადაურბინოს წინ მოძრავ ავტომობილებს. თამაში პოპულარულია რუსეთში და ზოგიერთ სხვა ქვეყანაშიც. დამადასტურებლად კი საჭიროა ფოტო ან ვიდეოგადაღება.

ამგვარი გასართობები 90-იან წლებშიც არსებობდა, მაგრამ ინტერნეტის არარსებობის გამო ნაკლებად გავრცელებული იყო. თანამედროვე სამყაროში თამაში კიდევ უფრო განვითარდა და სოციალურ ქსელებში აქტიურად იქმნება სპეციალური ჯგუფები, რომლებიც მონაწილეებს თამაშში ჩართვისკენ მოუწოდებენ.

საშიში თამაშის წესები საკმაოდ მარტივია – ბავშვი დგას ტროტუარზე და ელოდება სწრაფად მოძრავ ავტომობილს, რათა მაქსიმალურად ახლო მანძილიდან გადაუბრინოს მას. ამასთან, მეგობრებმა მისი ეს ქმედება ვიდეოზე ან ფოტოზე უნდა აღბეჭდონ. ამიტომ, თამამი ბავშვები ცდილობენ სატვირთო ავტომობილს ავტობანზე გადაუბრინონ. სასიკვდილო თამაშის ამსახველი ფოტოები სპეციალურ ჯგუფში იტვირთება, სადაც მონაწილეები შეფასებებს იღებენ.

სასიკვდილო თამაშის დავალება მხოლოდ ერთია – გადაირბინოს მოზარდმა სწრაფად მიმავალ ავტომობილთან მაქსიმალურად ახლოს, თუმცა, ყოველი დავალების შესრულების შემდეგ მომდევნო დავალება რთულდება. გავრცელებული ინფორმაციით, არსებობს სპეციალური აპლიკაციები, რომლებიც თამაშის წესების შესახებ მომხმარებლებს ამცნობენ. მას შემდეგ რაც მოზარდი მოწყობილობას ტელეფონში გადმოიწერს, ჩნდება კურატორი, რომელიც აკონტროლებს “მსხვერპლს”. ეს ინფორმაცია ჯერ-ჯერობით დამტკიცებული არ არის, თუმცა, თამაშის დამკვიდრების ადგილას სოციალური ქსელი მიიჩნევა.

გაფრთხილება მშობლებს:
თამაშის საშიშროების შესახებ ინფორმაციას სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოები თებერვლიდან ავრცელებენ, რათა მაქსიმალურად დაცული იყოს მოზარდების სიცოცხლე. სპეციალისტების თქმით, სასიკვდილო გასართობი თამაში სულ უფრო პოპულარული ხდება და ეს იმიტომ, რომ მოზარდბი თავისუფალი დროის უმეტეს ნაწილს ინტერნეტში ატარებენ.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close