საზოგადოება

,,გავრილოვის ღამის“ პოლიტპატიმართა გადასარჩენად, აუცილებელია, გაერომ, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დიპლომატიურ მისიებთან ერთად, დაიწყოს მათი სასამართლო პროცესების მონიტორინგი !”

დღეს, „ლეიბორისტული პარტიის“ უფლებადაცვითი ცენტრის ხელმძღვანელმა და ერთ-ერთმა ლიდერმა ლაშა ჩხარტიშვილმა გაერთიანებული ერების ორგანიზაცისს საქართველოს წარმომადგენლობის ოფისთან საგანგებო ბრიფინგი, 20 ივნისის დარბევის ამსახველი სისხლიანი ქრონიკების ამსახველი, იმპროვიზირებული ფოტო გამოფენის ფონზე გამართა. მან გააჟღერა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის სახელზე შედგენილი საგანგებო მიმართვის შინაარსი. აღნიშნული წერილით ჩხარტიშვილმა „გავრილოვის ღამის“ საქმის გამოძიების მიმდინარეობის, ასევე აღნიშნულთან დაკავშირებით ივანიშვილის რეჟიმის მიერ დაკავებული პოლიტპატიმრების სასამრთლო პროცესების და საპატიმრო დაწესებულებებში მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის თხოვნით მიმართა უმაღლეს კომისარსა და სხვა საერღაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს. ლაშა ჩხარტიშვილმა განაცხადა, რომ: დღეს, როცა საქართველოს სასამართლო ივანიშვილის დაკვეთების შემსრულებელ ნოტარიუალურ ბიუროდაა ქცეული, „გავრილოვის ღამის“ პოლიტპატიმართ გადარჩენისათვის აუცილებელია სასამართლო სხდომებზე დასასწრებად, ასევე საპატიმრო დაწესებულებებში მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარიატმა, ისევე, როგორც სხვა უფლებადაცვითმა საერთაშორიოს ორგანიზაციებმა და დიპლომატიურმა მისიებმა შესაბამისი კვალიფიკაციის მონიტორები გამოყონ.

Related Articles

Back to top button
Close