საზოგადოება

როგორ აღნიშნავს საქართველო აღდგომის დღესასწაულს? – არჩილ თალაკვაძის განმარტება

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვცხოვრობთ სეკულარულ სახელმწიფოში და მთავრობას აქვს თავისი მკაფიო პასუხისმგებლობა, ისევე, როგროც ეკლესიას აქვს თავისი მიზნები და პასუხისმგებლობები მოქალაქეების წინაშე, ამ შემთხვევაში, როდესაც დიდ გამოწვევასთან გვაქვს საქმე, ჩვენ ვართ ერთი საზოგადოება და ერთი ქვეყანა, ჩვენი პასუხი ვირუსის საფრთხის წინაშე არის ერთიანი“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ ვახო ხუზმიაშვილის თოქ-შოუ „თავისუფალ სივრცეში.“

როგორც პარლამენტის თავმჯდოამრემ აღნიშნა გადაცემის პირდაპირ ეთერში, ხელსიუფელბის წარმომადგენლებიც აღდგომის ღამის წირვას ტაძარში არ დაესწრებიან და მან საზოგადეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა სახლში დარჩენისკენ, რათა თავიდან იქნეს არიდებული კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები.

„მართლმადიდებულმა ეკლესიამ გითხრათ, რომ გაუფრთხილდით თქვენს ჯანმრთელობას და რეკომენდაციის დაცვისკენ მოგიწოდათ, რომელსაც გასცემს ჯანდაცვის სამინისტრო. თითოეული ჩვენი თანამოქალაქე ხედავს, თუ როგორი გადამდებია ეს ვირუსი და როგორ საფრთხეს უქმნის ის ადამიანების ჯანმრთელობას. გვაქვს სხვა ქვეყნის მაგალითებიც, სადაც ძალიან მძიმე ვითარებაა.

მეტი რა არის საჭირო, რომ თითოეულმა ჩვენგანმა მივიღოთ გადაწყვეტილება დავრჩეთ სახლში და მხოლოდ აუცილებლობის შემთხვავში გავიდეთ გარეთ” – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ვახო ხუზმიაშვილის თოქ-შოუ „თავისუფალ სივრცეში“ ისაუბრა.

 

Related Articles

Back to top button
Close