საზოგადოება

,,როგორი ამაზრზენია ერთმანეთის მაქებარი დეპუტატ-მინისტრები, პრობლემების გადაჭრის ნაცვლად, ერთმანეთს დითირამბებს რომ უმღერიან”

,,როგორი სირცხვილია შიმშილის თემაზე მოქილიკე ექიმი დეპუტატი და ჯანდაცვის მინისტრი!
?თითქოს არ იციან რომ სიკვდილის მიზეზში შიმშილობდაო კი არ იწერება, არამედ შიმშილით გამოწვეული დაავადება ან მდგომარეობა. ან თითქოს არ იციან რომ მოსახლეობის 8 % (300 000 ადამიანი, აქედან 70 000 ბავშვი) შიმშილობს გაეროს მონაცემებით და ამ მაჩვენებლით 3 ჯერ ვუსწრებთ მეზობელ აზერბაიჯანს და სომხეთს.
?როგორი ამაზრზენია ერთმანეთის მაქებარი დეპუტატ-მინისტრები, პრობლემების გადაჭრის ნაცვლად ერთმანეთს დითირამბებს რომ უმღერიან.
?სამარცხვინო პარლამენტი-სამარცხვინო მთავრობა” _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე.

Related Articles

Back to top button
Close