საზოგადოება

,,რეგიონებიდან ჩამოყვანილი ნაცაქტივისტების ,,ახალგაზრდულ” აქციაზე მასობრივი დეპორტირება, ნათელს ჰფენს სააკაშვილის გეგმას”

შალვა რამიშვილი, POS TV -ს ხელმძღვანელი  :

_ მოკლედ ასეთი ანალიზი მაქვს: პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის ორგანიზატორები თავად ჩაებნენ ომში, რომელშიც წარმატება ქუჩაში მობილიზებული ხალხის რაოდენობით განისაზღვრება. დაუკვირდით რამდენ ხშირად გაჰყვირიან მომიტინგენი რომ “პროტესტის მერამდენიმეღაცა დღეს მაინც გადავკეტეთ რუსთაველიო”. ცხადია რომ აქციის ლიდერები ქუჩის ყოველ გადაკეტვას გამარჯვებად ასაღებენ.

როცა აქციის სიძლიერის მთავარი განმსაზღვრელი პარლამენტის წინ დისლოცირებული ხალხის რაოდენობაა, მაშინ ყველა პოლიტიკური ძალა,რომელიც ფარულად მართავს ან თუნდაც გულშემატკივრობს ამ აქციას, ეცდება დაახმაროს მას თავისი მრევლი მომიტინგეთა რაოდენობის გასაზრდელად.

ასე მოხდა ე.წ. თავისუფლების მარშების დროს, როცა ნაცებმა რეგიონიდან ორჯერ ჩამოიყვანეს აქტივისტები (თან ისეთებიც, რომლებმაც ქართული არ ესმით).

ასეთი ხალხის “ახალგაზრდულ” აქციაზე მასობრივი დეპორტირება ნათელს ჰფენს მიშა სააკაშვილის გეგმას – რადაც არ უნდა დაუჯდეს, შეინარჩუნოს პროტესტის ეს კერა და ხელსაყრელ დროს კვლავ მოახდინოს ესკალაცია.

ამ თამაშში დღეს ახალგაზრდებიც ჩაებნენ. ეს რომ ასეა ამაზე ისიც მოწმობს, რომ მიტინგის “აპარტიულ” ლიდერებს ერთხელაც არ გამოუთქვამთ პროტესტი – ჩვენს “სუფთა” აქციას რეგიონებიდან ჩამოყვანილი ნაც. აქტივით ნუ ჰყრვნითო.

ნებისმიერ შემთხვევაში ნათელია შემდეგი რამ: მხოლოდ ახალგაზრდების რაოდენობა ქუჩის გადაკეტვას აღარ ჰყოფნის, სალონური საუბრები და ალტერნატიული მუსიკის სამამულო სტარების კონცერტები არასერიოზულია მასებისათვის, ხოლო შიდა ქართლელი ქართულის არ მცოდნე ნაც. აქტივისტები კი ცუდ “კარტინკას” ქმნიან.

ვნახოთ რას მოიფიქრებენ!

Related Articles

Back to top button
Close