საზოგადოება

,,ნარიყალა სავაჭრო ობიექტად აქციეთ, იმის ნაცვლად, რომ სამუზეუმო ან საგამოფენო სივრცე მოგეწყოთ”

ნატალი ანდრონიკაშვილი:

_ აი, ამას ოდესმე ეშველება? ნარიყალა რომ სავაჭრო ობიექტად აქციეთ, იმის ნაცვლად რაიმე სამუზეუმო ან საგამოფენო სივრცე მოგეწყოთ, ეს არ იკმარეთ და ახლა ხოხბისა და შევარდენის ქანდაკების გარშემო ამრავლებთ ქუჩის მოვაჭრეებს? იმდენი მაინც არ გესმით, რომ ჩამოსულ სტუმარს სამახსოვრო ფოტოები უნდა და ცალკე ამ უშნოდ გაყვანილმა გაზის მილებმა და სადენებმა დაამახინჯა ხედები , ახლა კიდევ ისტორიულ ცენტრში გარე მოვაჭრე და მისი ქოლგა- მაგიდა თუ არ მოხვდა კადრში, ისე ხომ ვერ გაიხსენებ კაცი სად გადაიღე ფოტო.

თბილისი სავაჭრო დახლი არაა! თბილისი- დედაქალაქია!

Related Articles

Back to top button
Close