საზოგადოება

,,ჩემი სახალხო დამცველად არჩევის შემთხვევაში, ყველა უფლებას ექნება თანაბარი პრიორიტეტი”

„სახალხო დამცველის აპარატი არ დაელოდება მოქალაქის განცხადებას და კანონის ფარგლებში მინიჭებული უფლებამოსილებით უფრო აქტიურად, თავადვე მოახდენს დარღვეულ უფლებაზე რეაგირებას"

იმისათვის, რომ ნდობა გაძლიერდეს საჭიროა პროაქტიული ჩართულობა, რასაც მანდატის მიღების შემთხვევაში ვაპირებ – ამის შესახებ მარიკა არევაძემ საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა.

„სახალხო დამცველის აპარატი არ დაელოდება მოქალაქის განცხადებას და კანონის ფარგლებში მინიჭებული უფლებამოსილებით უფრო აქტიურად, თავადვე მოახდენს დარღვეულ უფლებაზე რეაგირებას. ბუნებრივია მხედველობაში მაქვს შემთხვევები, რომელიც სახალხო დამცველისთვის გახდება ცნობილი.

აქვე მინდა ხაზი გავუსვა, უშუალოდ უფლებების პრიორიტეტულობას. ჩემი სახალხო დამცველად არჩევის შემთხვევებში, ყველა უფლებას ექნება თანაბარი პრიორიტეტი, ყველა უფლებას დაეთმობა თანაბარი ყურადღება. რა თქმა უნდა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საკითხის სიმწვავიდან გამომდინარე კონკრეტული უფლება მოითხოვს დროის კონკრეტულ მონაკვეთში მეტ ყურადღებას და მუშაობას.“ – განაცხადა მარიკა არევაძე.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close