საზოგადოება

,,რა გინდათ, ემიგრანტებმა ყოველ შაბათ-კვირა ირბინონ 15 წუთიან მიტინგებზე, თქვენი უნიათო ლიდერების სანახავად?!”

,,მიშა მხოლოდ ივანიშვილის პატიმარი კი არა, თქვენი პატიმარიცაა, ვინც ატყუებდით, რომ ჩამოსვლისას ბუზს ვერ აუფრენდა ვერავინ"

რა გინდათ ამ ემიგრანტებისგან? ამ ხალხმა ის მაინც იციან, რომ სხვა ქვეყანაში ცხოვრობენ და თქვენ, საკუთარ ქვეყანაში ქვეყანა დაკარგეთ ისე, რომ ვეღარ გიპოვიათ.
ჩვენ ვართ ემიგრანტები თუ თქვენ ეს კიდევ საკითხავია.
ემიგრანტებმა ლამის ხელიდან ხელში ატარეს მიშა მთელ მსოფლიოში და ცივი ნიავი არ მიჰკარებია. ჩამოვიდა კაცი საქართველოში და ციხიდან ვერ გამოგიყვანიათ!
რამდენი ემიგრანტი ჩამოვიდა ოქტომბრის შემდეგ იცით?
რა გინდათ, ამ ხალხმა ყოველ შაბათ კვირა ირბინოს 15 წუთიან მიტინგებზე თქვენი უნიათო ოპოზიციონერი ლიდერების სანახავად?!
უკრაინელების მაინც არ გრცხვენიათ? კბილებით დაიცვეს კაცი და პოლიციის მანქანიდან გაიტაცეს, რომ არ დაეპატიმრებინათ!
ემიგრანტებისთვის რომ დაეჯერებინა მიშას, ახლა თქვენს ხელში არ ჩავარდებოდა.
მიშა მხოლოდ ივანიშვილის პატიმარი კი არა, თქვენი პატიმარიცაა, ვინც ატყუებდით, რომ ჩამოსვლისას ბუზს ვერ აუფრენდა ვერავინ.
სადაა ის მილიონი კაცი აეროპორტში რომ ხვდებოდა?
ნუგზარ (სულა) სულაშვილი, ემიგრანტი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close