რელიგია

რატომ ღებავენ კვირაცხოვლობის დღესასწაულზე კვერცხს წითლად

აღდგომის ბრწყინვალე შვიდეული გვირგვინდება კვირიაკით, რომელსაც ეწოდება კვირაცხოვლობა, ანუ ახალი კვირა, აღდგომის განახლება. ამ დღიდან მოყოლებული, ყოველი კვირა დღე აღდგომის დღესასწაულია. ამ დღეს კვერცხი კვლავ უნდა შეიღებოს.
კვირაცხოვლობას ასევე თომას კვირა ეწოდება. სახარებაში აღწერილია, თუ როგორ გამოეცხადა აღდგომის დღეს, საღამოს, მაცხოვარი თავის მოწაფეებს და უჩვენა თავისი ჭრილობები. ამ შეხვედრას არ ესწრებოდა თომა, რომელსაც გული დასწყდა და თქვა, სანამ ჩემი თვალით არ ვიხილავ იესოს, არ დავიჯერებ მის აღდგომასო.
აღდგომიდან მერვე დღეს, ისევ კვირა საღამოს, მაცხოვარი კვლავ გამოეცხადა მოწაფეებს, ამჯერად თომას თანდასწრებით, უჩვენა ჭრილობები და უთხრა თომას, მოსულიყო და ხელით შეხებოდა. თომა მუხლებზე დაეცა და თაყვანი სცა მაცხოვარს. იგი პირველი იყო მოწაფეთა შორის, რომელმაც სრულიად აღიარა იესო ქრისტეს ღვთაებრივი ბუნება.
უფალმა უთხრა მას: “შენ იხილე და ირწმუნე, თომა, ნეტარ იქნებიან ისინი, ვისაც არ უხილავს და იწამა”.

ვაქირის ,,კვირაცხოვლის” ტაძარში დიდად აღინიშნებოდა ეს დღესასწაული. ეკლესიის წინ, დიდ მოედანზე იკრიბებოდა ხალხი, იმართებოდა ჭიდაობა, ვაჭრობა. ეკლესიაში ანთებდნენ სანთელს და მის ეზოში კლავდნენ შესაწირ ცხოველებს და ფრინველებს.

ლუკა ხატიაშვილი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close