რელიგია

,,ქრისტე ღმერთო, მოჰ­ფი­ნე შენი მშვი­დო­ბა, შენი წყა­ლო­ბა, ურ­წმუ­ნო­ე­ბით დამ­ძი­მე­ბულ, მშფოთ­ვა­რე მსოფ­ლი­ოს” _ საშობაო ეპისტოლე

სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის, მცხე­თა თბი­ლი­სის მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სის და ბიჭ­ვინ­თი­სა და ცხუმ-აფხა­ზე­თის მიტ­რო­პო­ლი­ტის ილია II-ის სა­შო­ბაო ეპის­ტო­ლე

ყოვ­ლადსამ­ღვდე­ლო­ნო მღვდელმთა­ვარ­ნო, ღირ­სნო მო­ძღვარ­ნო, დი­ა­კონ­ნო, ბერ-მო­ნო­ზონ­ნო, ხე­ლი­სუ­ფალ­ნო, სა­ქარ­თვე­ლოს წმინ­და მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის წევ­რნო, მკვიდ­რნო ივე­რი­ი­სა და ჩვე­ნი ქვეყ­ნის სა­ზღვრებს გა­რეთ მცხოვ­რებ­ნო თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ნო. მოგ­მარ­თავთ ქარ­თველ­ნო, აფხაზ­ნო, ოსნო, ბერ­ძენ­ნო, უკ­რა­ი­ნელ­ნო, რუს­ნო, სო­მეხ­ნო, ებ­რა­ელ­ნო, აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ­ნო, უდინ­ნო, იე­ზიდ­ნო, ქურთნო, ინ­გუშ­ნო, ჩერ­ქეზ­ნო, ჩე­ჩენ­ნო, ლეკ­ნო და ყო­ველ­ნო ერნო:

აჰა, დად­გა ჟამი ღვთის გან­კა­ცე­ბის უდი­დე­სი სა­ი­დუმ­ლო­სი. დღეს იშვა დამ­ბა­დე­ბე­ლი”,რომ­ლის მი­ე­რაც შე­იქ­მნა ყო­ვე­ლი: მი­წი­ე­რიც და ზე­ცი­ე­რიც; ხი­ლუ­ლი თუ უხი­ლა­ვი, საყ­დარ­ნი თუ უფ­ლე­ბა­ნი, მთავ­რო­ბა­ნი, თუ ხელ­მწი­ფე­ბა­ნი,” დღეს იშვა ის, “ვის მი­მართ და ვის მი­ე­რაც ყო­ვე­ლი­ვე და­ი­ბა­და“ (კო­ლას.1,16).

ამი­ტო­მაც ახლა მორ­წმუ­ნე­ნი გო­ნე­ბით მი­ვის­წრაფ­ვით ბეთ­ლე­მი­სა­კენ, რათა გან­ვი­ცა­დოთ 2000 წელ­ზე მეტი ხნის წინ დამ­დგა­რი უდი­დე­ბუ­ლე­სი ჟამი, რო­დე­საც ამ­სოფ­ლი­უ­რი პა­ტი­ვი­სა­გან მოკ­ლე­ბულ, აღ­თქმუ­ლი მი­წის ერთ ცივ და ბნელ გა­მოქ­ვა­ბულ­ში აღეს­რუ­ლა სას­წა­უ­ლი, რომ­ლის სა­და­რი სამ­ყა­რო­ში არა­ფე­რი მომ­ხდა­რა და არც არა­სო­დეს მოხ­დე­ბა.

მი­უწ­ვდო­მე­ლი, გა­რე­შე­მო­უ­წე­რე­ლი, მი­უ­ახ­ლე­ბე­ლი ღმერ­თი გან­კაც­და, რათა კაცი განღმრთო­ბი­ლი­ყო; ჭეშ­მა­რი­ტი უფ­ლის მა­დი­დე­ბე­ლი ერის წი­აღ­ში, წმ. და­ვით მე­ფის მოდ­გმა­ში, იშვა ძე ღვთი­სა და თვალ­შე­უდ­გამ­მა ნა­თელ­მა ჩვენ­თან მა­რა­დი­უ­ლად ყოფ­ნა ინე­ბა; უკ­ვდავ­მა მოკ­ვდა­ო­ბა, უხრწნელ­მა ხრწნა­დო­ბა მი­ი­ღო, რათა ჩვენ მოკ­ვდავ­ნი და ხრწნად­ნი სიკ­ვდი­ლის საკ­ვრელ­თა­გან და­ვეხ­სე­ნით.

დღეს ყო­ველ­ნი მარ­თლმორ­წმუ­ნე­ნი ქრის­ტე­შო­ბის მა­ხა­რე­ბელ­ნი ვართ, რად­გან ჩვე­თან არს ღმერ­თი! დღე­ი­დან მისი მომ­ძი­ე­ბელ­ნი ვე­ზი­ა­რე­ბით და უხ­ვად მი­ვი­ღებთ აქამ­დე მი­უწ­ვდო­მელ მადლთა სი­სავ­სეს, – კე­თილ­მსა­ხუ­რე­ბა­თა ნი­ჭ­სა და უნარს და ხი­ლულ და უხი­ლავ სამ­ყა­როს შევ­ღა­ღა­დებთ:

იხა­რებ­დით და აკურ­თხებ­დით შე­მოქ­მედს ცანი და ქვე­ყა­ნა, რა­მე­თუ ჩვენ­თან არს ღმერ­თი!

იხა­რებ­დით და აკურ­თხებ­დით უფალ­სა უფ­ლე­ბ­ა­თა­სა ან­გე­ლოზ­ნი და ყო­ვე­ლი სულ­დგმულ­ნი, რა­მე­თუ ჩვენ­თან არს ღმერ­თი!

იხა­რებ­დით და აკურ­თხებ­დით ახალ ადამს მე­ფე­ნი და მა­მათმთა­ვარ­ნი, ერნი და ტომ­ნი; აკურ­თხებ­დით უფ­ლის ყო­ველ საქ­მეს, უგა­ლობ­დით და გა­ნა­დი­დებ­დით მას უკუ­ნი­სამ­დე, რა­მე­თუ ჩვენ­თან არს ღმერ­თი!

რომ არა შენი საკ­ვირ­ვე­ლი შობა, კა­ცობ­რი­ო­ბას არ ეყო­ლე­ბო­და მა­გა­ლი­თი უაღ­მა­ტე­ბუ­ლე­სი სიყ­ვა­რუ­ლი­სა და მშვი­დო­ბის­მყო­ფე­ლი­სა, ჭეშ­მა­რი­ტი მე­ფი­სა, მო­ძღვრი­სა და მას­წავ­ლებ­ლი­სა, სახე უზე­ნა­ე­სი სიმ­დაბ­ლი­სა და თავ­და­დე­ბი­სა, ერ­თგუ­ლე­ბი­სა და მე­გობ­რო­ბი­სა; ხატი ზე­ცი­უ­რი მამა-ძე­ო­ბი­სა.

ჩვენ, ამ­პარ­ტავ­ნე­ბი­თა და გან­დი­დე­ბის სურ­ვი­ლით შე­პყრო­ბილ­ნი, სა­კუ­თარ თავს ვე­რა­სო­დეს ვი­პო­ვი­დით, ეგო­ის­ტუ­რი “მეს“ მბრძა­ნებ­ლო­ბას ვერ გა­ვექ­ცე­ო­დით და არც დავ­თმობ­დით.

შენ გვას­წავ­ლე, იესო, რომ სიყ­ვა­რულ­შია ხსნა, რომ სიმ­დაბ­ლე­შია – სი­მაღ­ლე, სი­მარ­ტი­ვე­სა და უბ­რა­ლო­ე­ბა­ში, – სი­დი­ა­დე; მოყ­ვა­სის მსა­ხუ­რე­ბა­ში, – სი­ხა­რუ­ლი; გა­ცე­მა­ში, – შე­ძე­ნა და დათ­მე­ნა­ში,- გა­მარ­ჯვე­ბა; რომ მტრის სიყ­ვა­რულ­შია სიყ­ვა­რუ­ლის სის­რუ­ლე და სხვის­თვის თავ­გან­წირ­ვა­შია სა­კუ­თა­რი სუ­ლის პოვ­ნა…

შენი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სათ­ვის, მხსნე­ლო, დე­და­მი­წაც გა­ნემ­ზა­და და გი­ძღვნა ქალ­წულ­თა მშვე­ნე­ბა, დე­და­თა სი­ქა­დუ­ლი, – წმინ­და მა­რი­ა­მი.

გი­ხა­რო­დენ, ურ­ჩე­უ­ლე­სო ჭურ­ჭე­ლო, ყო­ველ­თა ნა­თე­სავ­თა შო­რის სა­ნატ­რე­ლო (ლუკ. 1.48);

გი­ხა­რო­დენ, დე­დაო ღვთი­სა, ევას ცრემლთა აღ­მხო­ცო; ცხოვ­რე­ბის ხეო, სი­ცო­ცხლის ნა­ყო­ფის მომ­ცე­მო;

გი­ხა­რო­დენ, ცო­ცხა­ლო ტა­ძა­რო ღვთი­საო, ჩვენს ლოც­ვა­თა უფ­ლი­სად­მი აღ­მწევ­ნე­ლო.

უფ­ლის გან­გე­ბამ ინე­ბა, რომ შენი მზრუნ­ვე­ლო­ბით ჩვენც ღვთის ერი გავმხდა­რი­ყა­ვით სა­უ­კუ­ნე­თა მან­ძილ­ზე მრა­ვალ­ფერ გან­საც­დელ­თა­გან ვნე­ბულ­მა მცი­რე სამ­წყსომ შენი მფარ­ვე­ლო­ბით გა­უძ­ლო ათას ქარ­ტე­ხილთ და დარ­ჩა ქრის­ტეს ერ­თგუ­ლი. დღე­საც შენ გსა­სო­ებს ჩვე­ნი და­მაშ­ვრა­ლი ერი, მრა­ვალ­თა­გან მრა­ვალ­ჯერ ნა­ღა­ლა­ტე­ბი და ჯვარ­ცმუ­ლი, მაგ­რამ მა­ინც გა­უ­ტე­ხე­ლი და ღვთის მო­ი­მე­დე.

ჩვენც, მო­ნა­ნი და მხე­ვალ­ნი შენ­ნი, მოგ­მარ­თავთ ცისა და ქვეყ­ნის დე­დო­ფალს: კვლა­ვაც შე­ე­წიე უძ­ლუ­რე­ბა­თა ჩვენ­თა, შეგ­ვა­ვედ­რე ძესა შენ­სა და ღმერ­თსა ჩვენ­სა, რათა ყო­ველ­ნი მკვიდ­რნი იბე­რი­ი­სა­ნი, შეც­დო­მილ­ნი ძენი და ასულ­ნი ჩვენ­ნი, გზა­სა ჭეშ­მა­რი­ტე­ბი­სა­სა შე­უდ­გნენ; ბო­როტმზრახ­ველ­თა, მო­შურ­ნე­თა და მა­ჭირ­ვე­ბელ­თა გულ­ნი ლმო­ბი­ერ-ჰყავ და და­ამ­შვი­დე; დამ­ნა­შა­ვეთ სი­ნა­ნუ­ლი მიეც; სა­პყრო­ბი­ლე­თა შინა მყოფთ, – თა­ვი­სუფ­ლე­ბის სი­ხა­რუ­ლი; უსა­მარ­თლოთ, – სა­მარ­თა­ლი; მში­ერთ, – პური; შიშ­ველთ, – სა­მო­სე­ლი; უპა­ვართ, – სარ­ჩო-სა­ბა­დე­ბე­ლი; კე­თი­ლად მუ­შაკთ, – ღირ­სი სას­ყი­დე­ლი;…

ურ­ვა­თა მრა­ვალ­თა დამ­ტევ­ნე­ლო, ყოვ­ლა­დუ­ბი­წოო ღვთის­მშო­ბე­ლო, ნუ­გე­ში-ეც მტი­რალთ, ყო­ვე­ლი­ვე სა­სი­კე­თოდ წა­რუ­მარ­თე მად­ლი­ე­რე­ბით ჭირ­თა დამთმე­ნილთ, ჭა­ბუკ­თა და ყრმა­თა სიმ­ხნე მიჰ­მად­ლე და სუ­ლი­ე­რად გან­სწავ­ლე, სნე­ულ­ნი გან­კურ­ნე, მხცო­ვან­ნი შთა­მო­მა­ვალ­თა კე­თილ­დღე­ო­ბით გა­ა­ხა­რე, უცხო­ეთ­ში მყოფ­ნი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ნი სამ­შობ­ლო­ში მშვი­დო­ბით და­აბ­რუ­ნე, იქ დარ­ჩე­ნილ­ნი კი უფ­ლის სა­დი­დებ­ლად და სამ­შობ­ლოს სა­კე­თილ­დღე­ოდ აღ­ვა­წე.

გან­გვიმ­ტკი­ცე სიყ­ვა­რუ­ლი, სა­სო­ე­ბა და შიში უფ­ლი­სა, ერ­თგუ­ლი მსა­ხუ­რე­ბა ეკ­ლე­სი­ი­სა, მა­მუ­ლი­სა და მოყ­ვა­სი­სა. მოგ­ვმად­ლე გული წმინ­და და სული წრფე­ლი, გო­ნე­ბა ნა­თე­ლი და შე­მეც­ნე­ბის სიღ­რმე, სხე­უ­ლი ჯან­სა­ღი და უვ­ნე­ბე­ლი. გვა­შო­რე მუც­ლა­დღე­ბულ ყრმა­თა კვლა და თვით­მკვლე­ლო­ბე­ბი.

აღად­გი­ნე, და­ლო­ცე და გა­ნამ­ტკი­ცე სა­ზღვარ­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ი­სა­ნი, და მას შინა მკვიდ­რნი და­ი­ცევ “ შიმ­ში­ლი­სა­გან, სრვი­სა, ძრვი­სა, ცე­ცხლი­სა, მახ­ვი­ლი­სა, ზედა მოს­ვლი­სა­გან მტერ­თა­სა“, სტი­ქი­ონ­თა ვნე­ბი­სა­გან და ყო­ვე­ლი ბო­რო­ტი ძა­ლის მან­ქა­ნე­ბი­სა­გან; და­ლო­ცე და გა­ნამ­ტკი­ცე ოჯა­ხე­ბი ჩვე­ნი და აკურ­თხე იგი­ნი შვილ­თა სიმ­რავ­ლი­თა და ნა­ყოფ­თა სი­უხ­ვი­თა.

გე­ვედ­რე­ბით, მეოხ-ეყავ მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბით აღ­სრუ­ლე­ბულ­თა ჩვენ­თა წი­ნა­პარ­თა, – მეფე-დე­დო­ფალ­თა, კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქთა, სამ­შობ­ლოს ერ­თგულ­თა და თავ­და­დე­ბულ­თა მო­ნა­თა და მხე­ვალ­თა შენ­თა, მომხსე­ნი­ე­ბელ­თა გა­რე­შე დარ­ჩე­ნილ­თა ყო­ველ­თა; გე­ვედ­რე­ბი შო­რე­ბელ­თა და მახ­ლო­ბელ­თათ­ვის, რო­მელ­ნი შე­წევ­ნა­სა ჩვენ­სა შე­მო­ვედ­რე­ბულ არი­ან, რათა ყო­ველ­ნი შე­მოქ­მედ­მან სა­ვა­ნე­სა მარ­თალ­თათ­ვის გამ­ზა­დე­ბულ­სა და­ა­წე­სოს.

არ გან­გვე­შო­რო დე­დაო, არცა ჟამ­სა მას მე­ო­რედ მოს­ვლი­სა ძისა შე­ნი­სა­სა და ჩვენ მსა­სო­ე­ბელ­თა შენ­თა, მეოხ გვე­ყავ წი­ნა­შე მისა, რათა მარ­თალ­თა თანა ვი­ხა­რებ­დეთ და ვა­დი­დებ­დეთ დამ­ბა­დე­ბელ­სა ჩვენ­სა, ყო­ველ­თა შემ­წყნა­რე­ბელ­სა და სიყ­ვა­რულ­სა და­უს­რუ­ლე­ბელ­სა, – მა­მა­სა და ძესა და წმინ­და­სა სულ­სა აწ და მა­რა­დის და უკუ­ნი­თი უკუ­ნი­სამ­დე, ამინ.

ბეთ­ლემს შო­ბი­ლო ქრის­ტე ღმერ­თო, ამ დი­დე­ბულ ღა­მეს, სუ­ლი­თა და გო­ნე­ბით შენ­სკენ მოლ­ტოლ­ვილ­ნი, კან­დლად გინ­თებთ ჩვენს ლოც­ვა-ვედ­რე­ბა­სა და ქება-დი­დე­ბას; ოქ­როს, გუნ­დრუ­კი­სა და მუ­რის ნაც­ვლად ძღვნად მო­გარ­თმევთ ჩვენს გუ­ლებს, სიყ­ვა­რულ­სა და ერ­თგუ­ლე­ბას, კრძალ­ვი­თა და თაყ­ვა­ნის­ცე­მით მო­გე­გე­ბე­ბით და ვხმობთ:

დი­დე­ბა შენს მობ­რძა­ნე­ბას, ყრმაო, მშვი­დო­ბის მთა­ვა­რო! (ეს.9,5)

დი­დე­ბა შენს გარ­და­მოს­ვლას, უფა­ლო სა­ბა­ოთ! (ეს. 37,16)

დი­დე­ბა შენს მოვ­ლი­ნე­ბას, ადო­ნაი უფა­ლო! (ეზ. 37.3)

გა­კურ­თხებთ და აღ­გა­მაღ­ლებთ შენ სა­უ­კუ­ნით­გან უკუ­ნი­სამ­დე და ვა­კურ­თხებთ მშო­ბელ­სა შენ­სა, დე­და­თა შო­რის კურ­თხე­ულს (ლუკა 1.42).

და კი­დევ ერთხელ შეგ­თხოვთ, მოჰ­ფი­ნე შენი მშვი­დო­ბა, შენი წყა­ლო­ბა, ურ­წმუ­ნო­ე­ბით დამ­ძი­მე­ბულ მშფოთ­ვა­რე მსოფ­ლი­ოს; ავის და კარ­გის გარ­ჩე­ვის უნა­რი და სიბ­რძნე მოგ­ვეც და შენი სა­სუ­ფევ­ლის მკვიდ­რნი გაგ­ვხა­დე.

„ქრის­ტე იშ­ვე­ბის, – ადი­დებ­დეთ! ქრის­ტე ზე­ცით, – მი­ე­გებ­ვო­დეთ! ქრის­ტე ქვე­ყა­ნა­სა ზედა, – ამაღ­ლდით… კვა­ლად ბნე­ლი და­იხ­სნე­ბის, კვა­ლად ნა­თე­ლი მო­იქ­ცე­ვის… ძველ­ნი წარხდეს, აჰა, იქ­მნა ყო­ვე­ლი­ვე ახალ“ (გრ. ღვთის­მე­ტყევ­ლი), გი­ხა­რო­დეთ, რა­მე­თუ ჩვენ­თან არს ღმერ­თი!

სიყ­ვა­რუ­ლით თქვენ­თვის მლოც­ვე­ლი, ილია II

სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი

თბი­ლი­სი, ქრის­ტეს შობა, 2019/2020

Related Articles

Back to top button
Close