რელიგია

პატრიარქის საფლავი შეიცვალა

„უმეტესობას მოსწონს, ლამაზია, შემკული და შემოსილია"

სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს პატ­რი­არ­ქის ილია II-ის საფ­ლა­ვი სი­ო­ნის სა­პატ­რი­არ­ქო ტა­ძარ­ში თუ აქამ­დე ცო­ცხა­ლი ყვა­ვი­ლე­ბით იყო შემ­კუ­ლი, რო­მე­ლიც პე­რი­ო­დუ­ლად ცო­ცხა­ლი ყვა­ვი­ლე­ბით­ვე ახ­ლდე­ბო­და, ამ­ჟა­მად სხვაგ­ვა­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა. საფ­ლა­ვი შე­იც­ვა­ლა და და­უ­ახ­ლოვ­და იმ სა­ბო­ლოო ვერ­სი­ას, რა­საც ის, რო­გორც ამ­ბო­ბენ, მალე მი­ი­ღებს.

.

ლე­ვან ჭი­ქი­ნაშ­ვი­ლი ამბები,ჯი-სთან ყვება:

– ტა­ძარ­ში მუდ­მი­ვად ბევ­რი სტუ­მა­რი მო­დი­ო­და – უცხო­ე­ლე­ბიც, ეპის­კო­პო­სე­ბიც, სხვა­დას­ხვა პატ­რი­არ­ქე­ბიც იყ­ვნენ. ისე ხდე­ბო­და, რომ ჯვა­რი იყო ყვა­ვი­ლე­ბით შემ­კუ­ლი და, თუ არ ეტყო­დი, მი­ა­ნიშ­ნებ­დი, უჭირ­დათ მიხ­ვედ­რა უცხო­ე­ლებს, სტუმ­რებს თუ დე­ლე­გა­ცი­ებს, კონ­კრე­ტუ­ლად რას მი­ახ­ლე­ბოდ­ნენ. იდეა იყო, რომ რა­ღაც მა­ინც უნდა დახ­ვედ­რო­დათ ზედ, რომ საფ­ლა­ვის ფორ­მა ჰქო­ნო­და. ამი­ტომ მა­მა­ომ აიღო ზომა და ასე­თი ფორ­მა გა­ა­კე­თა – რა თქმა უნდა, სა­პატ­რი­არ­ქოს­თან შე­თან­ხმე­ბით.

– და რა მა­სა­ლა და­იდ­გა?

– ხის მა­სა­ლაა და მერე თბი­ლი­სის ფე­რის­ცვა­ლე­ბის დე­და­თა მო­ნას­ტერ­ში ამ ხის შე­სა­ფე­რი­სი გა­და­სა­ფა­რე­ბე­ლი მო­ქარ­გეს… მოკ­ლედ, ჯერ შიდა თეთ­რი, რძის­ფე­რია, რაც მთლი­ა­ნად გა­და­ე­ფა­რა და მერე ზე­მო­დან გა­და­ე­ფა­რა ხა­ვერ­დის შინ­დის­ფე­რი ქსო­ვი­ლი, სა­დაც უკვე აწე­რია: “სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი ილია II“. ზედ გა­მო­სა­ხუ­ლია სე­რა­ფი­მე­ბიც, ჯვა­რიც და ასე­თი ფორ­მა აქვს.

– თუმ­ცა ეს დრო­ე­ბი­თია და შე­იც­ვლე­ბა, ხომ?

– კი, ჯერ ასე­თია და მო­მა­ვალ­ში შე­იც­ვლე­ბა… სი­მაღ­ლე­ში 50 სან­ტი­მეტ­რამ­დე იქ­ნე­ბაო, ახლა 30-მდეა.

სა­მო­მავ­ლოდ ქვის იქ­ნე­ბა, ბევ­რად ლა­მა­ზი და ბევ­რად აღ­ქმა­დი, რაც პატ­რი­არ­ქს ეკად­რე­ბა, ლა­მა­ზი და ძვირ­ფა­სი…უმე­ტე­სო­ბას მოს­წონს, ლა­მა­ზია, შემ­კუ­ლი და შე­მო­სი­ლია. ვე­კი­თხე­ბი კი­დეც მათ: „რას იტყვით, რო­გორ მოგ­წონთ?“ უმე­ტე­სო­ბამ – ასე – 500 კა­ცი­დან 480-მა – მო­ი­წო­ნა… იმა­საც ვე­კი­თხე­ბო­დი: „რას იტყვით, ხომ არ არის რამე გა­მო­სას­წო­რე­ბე­ლი, აბა, რას ფიქ­რობთ-თქო?“ ცო­ტამ თქვა, ის უფრო ბუ­ნებ­რივს ჰგავ­და, ბევ­რი ყვა­ვი­ლით რომ იყო და­ფე­ნი­ლიო.

– ახლა ყვა­ვი­ლე­ბი აღარ იქ­ნე­ბა?

– იმ­დე­ნი აღარ. მხო­ლოდ წინა მხა­რეს პა­ტა­რა ზოლ­ზე და უკან დიდი ლარ­ნა­კია, სა­დაც ვარ­დე­ბი აწყვია… მოკ­ლედ, ასე­თი ფორ­მა ექ­ნე­ბა, ძი­რი­თა­დი არის ნა­ჭე­რი, წარ­წე­რა და ის სახე, რა­საც სა­ბო­ლო­ოდ მი­ი­ღებს.

ფო­ტო­ებს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში რომ ვდებ­დი და ნა­ხუ­ლობ­დნენ, იმას იყ­ვნენ შეჩ­ვე­უ­ლე­ბი, ახლა ამ ზო­მებს, ფორ­მა­საც მი­ეჩ­ვე­ვი­ან. რო­გორც იცით, რომ ასე ვაქ­ვეყ­ნებ ყო­ველ­დღი­უ­რად ფო­ტოს თუ ვი­დე­ოს რა ხდე­ბა საფ­ლავ­ზე.

– მი­თხა­რით, რომ ბევ­რი უცხო­ე­თი­დან გწერთ…

– კი, უცხო­ე­თი­და­ნაც მწე­რენ, მად­ლო­ბას მიხ­დი­ან. ეს ის ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, ვინც აქამ­დე საფ­ლავ­თან ფი­ზი­კუ­რად ახ­ლოს მის­ვლა ვერ შეძ­ლო, ზოგი უცხო­ე­თი­დან ვერ ჩა­მო­ვი­და, ზოგ­მა მხო­ლოდ ერთხელ შეძ­ლო და კი­დევ უნდა მოს­ვლა… ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ყო­ველ­დღი­უ­რად რომ ნა­ხუ­ლო­ბენ ჩემს გვერ­დზე ფო­ტო­ებს, მერე მწე­რენ. დიდი ტექ­სტე­ბიც მომ­დის. გარ­და იმი­სა, რომ მად­ლი­ე­რე­ბი არი­ან, ამით საზ­რდო­ო­ბენ. უხა­რი­ათ, რომ ყო­ველ­დღი­უ­რად თით­ქოს თვი­თო­ნაც ეხე­ბი­ან საფ­ლავს და თვი­თო­ნაც აქ არი­ან.

მეც ეს გან­წყო­ბა მაქვს: რო­გორც უწ­მინ­დე­სი იყო ყვე­ლას­თვის მი­საწ­ვდო­მი და ხელ­შე­სა­ხე­ბი… როცა გა­მო­დი­ო­და, ყვე­ლა ცდი­ლობ­და, შე­ხე­ბო­და, ისიც აკურ­თხებ­და, ლო­ცავ­და… ისე­ვეა ახლა ამ საფ­ლავ­ზეც – ყვე­ლა ცდი­ლობს მიწ­ვდეს. მე კი რა­ღაც­ნა­ი­რად ამა­ში ვეხ­მა­რე­ბი, ასე მან­ძი­ლი­დან რომ შეძ­ლონ ყუ­რე­ბა მა­ინც. მოკ­ლედ, ემიგ­რა­ცია ამით ბედ­ნი­ე­რია, საზ­რდო­ობს და ჩვენ ამის სა­შუ­ა­ლე­ბა გვაქვს. აქ ვართ და ვემ­სა­ხუ­რე­ბით. ად­გილ­ზე მო­სუ­ლებ­საც, ფი­ზი­კუ­რად ვეხ­მა­რე­ბი, ვცდი­ლობთ, შე­ე­ხონ საფ­ლავს, ახ­ლოს მი­ვიდ­ნენ და ყვე­ლამ თა­ვის­თვის სით­ბო წა­ი­ღონ პატ­რი­არ­ქის­გან, ისევ ისე, რო­გორც ადრე. ხალ­ხის­თვის ეს დიდი ნუ­გე­შია.

– მოკ­ლედ, არ იღ­ლე­ბით, გა­ნაგ­რძობთ ამ საქ­მეს.

– უწ­მინ­დე­სი გვაძ­ლი­ე­რებს, ღვთის წყა­ლო­ბაა. ღმერ­თის გა­რე­შე არ იქ­ნე­ბო­და ეს ენერ­გია და გან­წყო­ბა. ღმერ­თი ძა­ლას გვაძ­ლევს, რომ ვემ­სა­ხუ­როთ, მო­ვუ­ა­როთ პატ­რი­არ­ქის საფ­ლავს, ხალ­ხს ვემ­სა­ხუ­როთ – ვინც მოვა, ყუ­რა­დღე­ბა მი­ვაქ­ცი­ოთ… ხან პე­რი­ო­დუ­ლად სამ­თავ­როს დე­და­თა მო­ნას­ტრი­დან დე­დებს ტკბი­ლი კვე­რე­ბი ჩა­მო­აქვთ ხოლ­მე. გუ­შინ ბევ­რი ჩა­მოგ­ვი­ტა­ნეს – 500 ცალი ალ­ბათ – და ორი დღეა ვა­რი­გებთ. ყვე­ლა ბედ­ნი­ე­რია, პატ­რი­არ­ქის საფ­ლა­ვი­დან რა­ღაც რომ მი­აქვთ. მად­ლო­ბა თქვენ, რომ ყო­ველ­თვის გვი­კავ­შირ­დე­ბით და ამ ყვე­ლაფ­რით ინ­ტე­რეს­დე­ბით.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close