პოლიტიკა

კახი კალაძე: საკადრო ცვლილებები იქნება, იქნება რეფორმები, სტრუქტურული ცვლილებები

“საკადრო ცვლილებები იქნება”- განცხადება ამის შესახებ კახა კალაძემ სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა. კალაძე ჯერჯერობით არ აკონკრეტებს იმ გუნდის შემადგენლობას, რომელიც დედაქალაქის მერიაში მასთან ერთად დაიწყებს მუშაობას, თუმცა ამბობს, რომ პროცესი გამჭვირვალე იქნება და უახლოეს პერიოდში დასახელდებიან ადამიანები, რომლებიც კონკრეტულ თანამდებობებს დაიკავებენ.
„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია კომპეტენტურობა, პროფესიონალიზმი, გამოცდილების მქონე ადამიანები და სხვათაშორის, ძალიან ღია იქნება ეს პროცესები მთელი ამ ოთხი წლის განმავლობაში. საკადრო ცვლილებები იქნება, იქნება რეფორმები, სტრუქტურული ცვლილებები. სხვათაშორის ძალიან ბევრი კომპეტენტური ადამიანი მუშაობს მერიაში და მაქსიმალურად შევეცდებით ყველას პროფესიონალიძმი იქნას გამოყენებული,” – განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება უფლებამოსილებას. კალაძის თქმით, ის მერის მოვალეობის შესრულებას ნოემბრის მეორე ნახევრიდან ფორმალური პროცედურების დასრილების შემდეგ შეუდგება.
“გარდამავალ პერიოდში ჩვენ მოვემზადებით და ყოველდღიურად ვიმუშავებთ, რომ მერიაში შესვლის წამიდან შევუდგეთ აქტიურ საქმიანობას, პირდაპირ დავიწყოთ ჩვენი პროგრამის აღსრულება და თბილისს განვითარების ახალ ეტაპზე გადაყვანა,“-განაცხადა კახა კალაძემ.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close