საზოგადოება

სატელევიზიო შოუ “ნიჭიერი” იმედზე გადავიდა

ტალანტების შოუ ნიჭიერი ახალი სეზონიდან “იმედის” ეთერში გავა. პროექტი, რომელიც შვიდი სეზონის განმავლობაში “რუსთავი 2”-ის ეთერი გადიოდა, ამიერიდან კონკურენტი ტელეკომპანიის ეთერში გააგრძელებს ტალანტების ძიებას.

ახალი პრომო, რომელიც შოუს ახალი სეზონის დაწყებას ატყობინებს მაყურებელს, “იმედის” ეთერში უკვე გადის. აღსანიშნავია რომ, პრომოში არც ერთი კადრი არ არის გამოყენებული საქართველოში ჩატარებული წინა შოუებიდან და მთლიანად აგებულია უცხოური “ნიჭიერის” კადრებით:

იხილეთ შოუს ახალი პრომო

“ნიჭიერი” ყველგან “ნიჭიერია”. ნიჭიერი ახალ სეზონს იმედის ეთერში იწყებს. თუ გსურთ დიდი სცენის დაპყრობა, გელით იქ სადაც ნიჭი ფასდება.. შენს ნიჭს ელის “იმედი”

– ნათქვამია პრომოში. შესარჩევი ტურები “ნიჭიერისთვის” 5 აგვისტოდან იწყება და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გაიმართება.


აღსანიშნავია, რომ შოუს “იმედის” ეთერში იგივე გუნდი გააკეთებს, ვინც წლების მანძილზე მუშაობდა პროექტზე “რუსთავი 2”-ის ეთერში. შეგახსენებთ, რომ ყველაზე რეიტინგული მეგა-შოუების პროდუსერები დემნა ჯაფარიძე და გიორგი ხაბურზანია თავიანთ გუნდთან ერთად, დაახლოებით ერთი თვის წინ გადავიდნენ “იმედში”.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close