საზოგადოება

,,იმედია, ჯანაშიაც წაიკითხავს ამას და თუ იტყვის, რომ არ გაკეთდა, ის გააგრძელებს სიცრუის ტირაჟირებას”

,,ძვირფასო კოლგებეო, გუშინ გავეცანი ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატის, ლევან ჯანაშიას ოფიციალურ facebook გვერდზე მის პოსტს, სადაც უწერია, ადვოკატთა ასოციაციაზე, რომ :
„ნიჰილიზმს საკმაოდ ხანგრძლივი და მომქანცველი საფუძველი აქვს. 8 წელია არაფერი იცვლება და 8 წელი ცოტა დრო არაა“.
მიკვირს ამ ახალგაზრდა კაცის, მიკვირს იმიტომ, რომ ან ყველას ერთად გვატყუებს და ჰგონია, რომ ყველანი ვართ ბრმა ან დაუნახავი, ან თავად ვერ ხედავს ქართულ რეალობაში როგორ იზრდება ადვოკატის როლი დღითი დღე და როგორ ვითარდება ჩვენი პროფესია.
უფრო კონკრეტულად, ეს პიროვნება 8 ნოემბერს ზვიად კორძაძემ და მისმა გუნდმა წარადგინა თავმჯდომარის კანდიდატად და გაირკვა, რა ძალის კადრია ის და წარმოდგენილია კანდიდატად, გასაგებია, მეორე მხრივ, კორძაძემ ამ ღონისძიებაზეც განაცხადა და ყველგან აცხადებს, რომ როდესაც ის იყო ასოციაციის მმართველობაში 2009-2013წწ, მაშინ განვითარდა ასოციაცია და აეწყო თურმე.  მაშინ გაუგებარია კორძაძის ჯანაშია 8 წლის ნიჰილიზმზე და სტაგნაციაზე რომ საუბრობს, ამით კორძაძესაც აშკარად ჩირქს ცხებს, რადგან გამოდის, რომ კორძაძის დროსაც ასევე არაფერი გაკეთებულა ჯანაშიას აზრით. აბა, რა 8 წლიან პერიოდზე საუბრობს ეს ახალგაზრდა კაცი?
ის, რომ კორძაძის დროს გრანდიოზული არაფერი გაკეთებულა, ამაში ჯანაშიას შეიძლება დაეთანხმო, მაგრამ ახლა მე რამდენიმე რამეს გავაჟღერებ, რაც მაგალითად 2013-2017 წწ გაკეთდა და იმედია, ჯანაშიაც წაიკითხავს ამას და თუ იტყვის, რომ არ გაკეთდა, უბრალოდ ის გააგრძელებს სიცრუის ტირაჟირებას, ხოლო თუ არ იცოდა და ბოდიშს მოიხდის, რომ თურმა გაკეთებულა და მან ეს არ იცის, მაშინ მინიმუმ პატიოსანი კაცი მაინც ყოფილა, აბა ვნახოთ!

აბა ვიწყებთ:
– 2014 წელს შეძენილ იქნა ადვოკატთა ასოციაციის ოფისი ქ. ბათუმში, 2 სართულიანი და ყველა კოლეგას ადგილზე აქვს უკვე ადვოკატთა სახლი, ეს თუ ვინმე იტყვის რომ ცუდია, ნუ რა ვიცი…
– გარემონტდა და აღიჭურვა ქუთაისის ოფისი.
– გარემონტდა და აღიღურვა თბილისის ოფისი.
– თბილისში შეძენილ იქნა მეორე სართული სასწავლო ცენტრისთვის და მთლიანად გარემონტდა და აღიჭურვა.
– ადვოკატის სტატუსი გამყარდა საქართველოს კონსტიტუციით.
– ადვოკატის საქმიანობაში ჩარევა გახდა დასჯადი სისხლის სამართლის კანონმდებლობით.
– ადვოკატის უპრეცედენტო ფართო გარანტიები შევიდა ადვოკატთა კანონში.
– 2014 წელს დაინერგა პროფესიაში შემოსვლის ელექტრონული გამოცდა.
– დაიწყო პროფესიაში შემოსვლის ახალმა მოდელმა, ადვოკატის სკოლამ ფუნქციონირება.
– შეიქმნა ადვოკატთა ელექტრონული პორტალი და მისი პრეზენტაციაა მალეა დაგეგმილი.
– ასოციაციამ შეიმუშავა და განგრძობად კურსებზე გვთავაზობენ 50-მდე ახალ მოდულს.
– ადვოკატთა ტრენერად მომზადდა 200-მდე ახალი ტრენერი საიდანაც ყველა ადვოკატია.
– ასოციაციის მოდელი გადაიღო მოლდოვამ, ტაჯიკეთმა, ყაზახეთმა და სხვადასხვა მიმართულებას აპირებს რომ გადაიღოს ერაყმა და ავღანეთმა.
– ასოციაციამ გააფორმა 15-მდე ევროპული ქვეყნის ასოციაციასთან თანამშრომლობის მემორანდუმი და ქართველ ადვოკატებს მოგვეცა ახალი შესაძლებლობები.

გავაგრძელო? სამი ამდენი მინიმუმ კიდევ გაკეთდა.

შესაბამისად, თუ ჯანაშიას ეს ყველაფერი განუვითრებლობის წლებად მიაჩნია, მაშინ თავისი თავის ანტირეკლამას ეწევა ეს ახალგაზარდა კაცი და წარმატებები მას…” _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ადვოკატი გიორგი ტურაზაშვილი.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close