პოლიტიკა

,,ოპოზიციაში მყოფი პოლიტიკოსების კვალიფიკაცია ასი თავით აღემატება ხელისუფალ პოლიტიკოსებს”

დავით ზურაბიშვილი, პოლიტიკოსი:

_ ოპოზიციაში მყოფი პოლიტიკოსების კვალიფიკაცია ასი თავით აღემატება ხელისუფალ პოლიტიკოსებს. მე ვიტყოდი, შედარებაც კი არ შეიძლება, იმდენად დიდი სხვაობაა. ხოლო მათ თუ პროოპოზიციურ და პროსახელისუფლებო არასამთავრობო სექტორს, სამოქალაქო აქტივისტებს და დამოუკიდებელ ექსპერტებსაც მივათვლით, ეს განსხვავება ლამის კოსმიურ მასშტაბებში გადავა.

მიუხედავად ამისა, ხელისუფლების უპირატესობა წინასაარჩევნო პერიოდში აშკარაა და ეს კარგად გამოჩნდა ედისონ რისერჩის ბოლო კვლევაში, სადაც ქართული ოცნების რეიტინგი უფრო მეტია, ვიდრე ყველა ოპოზიციური პარტიების ჯამური რეიტინგი (ოპოზიციურ პარტიებში პატრიოტთა ალიანსი, ცხადია, არ მიგულისხმია). ის არგუმენტი, რომ გადაუწყვეტელი ამომრჩეველი მაინცდამაინც ოპოზიციურია, კრიტიკას ვერ უძლებს. ნებისმიერი დამწყები სოციოლოგი გეტყვით, რომ ეს უბრალოდ შეუძლებელია.

ერთი შეხედვით ეს პარადოქსია. გამოდის, რომ ხალხს არაკვალიფიციური და უვიცი ურჩევნია უფრო კვალიფიციურს და მცოდნეს.

როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?

ა) ხალხი ბნელია.
ბ) ოპოზიცია კია უფრო კვალიფიციური, მაგრამ უფრო ბოროტი, ამორალური და უზნეოა.
გ) ოპოზიცია კია უფრო კვალიფიციური, მაგრამ ფუნდამენტურად მცდარი სტრატეგია და ტაქტიკა აქვს ხელისუფლების წინააღმდეგ.
დ) კაცია საჭირო. ან ქალი. ანუ ახალი ლიდერი.
ე) სინამდვილეში ხელისუფლება უფრო ჭკვიანია.
ვ) ვაფშე არაა ეგრე. ყველაფერი არის კარგად და იქნება კიდევ უკეთესად.
ზ) მგონი ყველა ერეკება.
თ) ხუიივოზნაეტ რატომაა ასე.

მე პირადად გ+დ ვარიანტისკენ ვიხრები.

Related Articles

Back to top button
Close