კატეგორიის გარეშე

ნიუ-იორკში გარდაცვლილი იპოვეს უნიჭიერესი ქართველი მხატვარი

,,ნიუ-იორკში, თავის ბინაში, რამდენიმე დღის გარდაცვლილი იპოვეს ამერიკაში მოღვაწე უნიჭიერესი ქუთაისელი ქართველი მხატვარი გულნარა წიკლაური. ახლა მთავარი პრობლემაა არ მოხვდეს ის უპატრონოთა სასაფლაოზე თუ არავინ გამოჩნდა მიმხედავი. მე მოვუწოდებ საქართელოს ელჩს ამერიკის შეერთბულ შტატებში ბატონ დავით ბაქრაძეს—- მოახდინეთ დაკრძალვის ღირსეული ორგანიზება.ელჩობა მარტო ის არაა, მილიონი დოლარებით გატენილი ჩემოდნებით იარო ბიძინა ივანიშვილის სულწაწყმედილ ლობისტებთან. ელჩობა ჯერ ქვეყნის და ადამიანების მსახურებაა უპირველესად. ასევე მოვუწოდებ ნიუ–იორკში მყოფ ქართულ საზოგადოებას, გამოიჩინეთ ყურადღება,ისე ნუ ვიზავთ ,რომ ფიროსმანივით ამ უნიჭიერესი მხატვრის საფლავიც საძებნელი გაგვიხდეს შემდგომ,” _ წერს შალვა ნათელაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

Related Articles

Back to top button
Close